გამოფენა - შემოქმედებითი სახელოსნო
2019 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის დარბაზი საქართველოს სომეხი მხატვრების შემოქედებით სახელოსნოდ იყო გადაქცეული. დარბაზის კედლები მორთული იყო სხვადასხვა თემატიკის ფერწერის ნიმუშებით. წარმოდგენილი იყო სხვდასხვა ნამუშევრები: ნატურმორტი, პეიზაჟი, პორტრეტი, სივრცითი, რეალისტური და აბსტრაქტული, ყველა უნიკალური, საინტერესო, ფართო პერსპექტივით.
გამოფენის სახელწოდება სიმბოლური იყო - „შემოქმედებითი სახელოსნო“. ხელოვნების ხელოსნების თავისუფალი სული არ იყო შეზღუდული რომელიმე თემატიკით, ფერწერის ხელოსნებს საშუალება მიეცათ წარედგინათ მათთან და მათ გულთან ახლოს მყოფი ნამუშევრები.
გამოფენის დასათვალიერებლად მოსულიყვნენ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის მრჩეველი ბათუმში მცხოვრები არმენ გევორგიანი, მხატვრები, საზოგადო მოღვაწეები, თბილისში მცხოვრები სომხური საზოგადოების წევრები.
გამოფენას ესწრებოდა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი ღირსი მამა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი. გამოფენა გახსნა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელ ევგენია მარკოსიანმა და სიტყვა გადასცა ცნობილ მინიატურისტ მერუჟან შაჰუმიანს.
უკანასკნელმა მიმოიხილა ფერწერის ღირებულებები, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, საქართველოს სომეხი მხატვრები ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარსადგენად. ცნობილმა მინიატურისტმა მადლობა გადაუხადა დავით ჭიჭინაძეს, ვისი სპონსორობითაც „თუმანიანის სახლი“ ცენტრის აივანზე დაიდა ყოვლად სომეხთა მწერალ, ჰოვანეს თუმანიანის ძეგლი, როგორც საჩუქარი, მიძღვნილი დიდი მწერლის 150 წლის იუბილესადმი. ამ ნაბიჯის სამადლობელოდ კი მერუჟან შაჰუმიანმა დეპუტატს თავისი ხელით დამზადებული ლამაზი სუვენირი გადასცა.
მერუჟან შაჰუმიანი წარსდგა 2020 წლის თბილისის მხატვრების გამოფენის ორგანიზების შეთავაზებით, სადაც წარმოდგენილი იქნება მრავალეროვანი თბილისის მხატვრების ნამუშავრები.
ღონისძიება შეაჯამა და დამსწრეები აკურთხა თემის წინამძღვრის ნაცვალმა ღირსმა მამამ არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა. წმინდა მამამ შეაფასა გამოფენის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ გაწეული სამსახური, აღიარა ხელოვნების მოყვარული სომეხი შვილები, ვისი ძვირადღირებული ნამუშევრები ამშვენებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის გალერეებს, აღნიშნა საქართველოს სომეხ მხატვართა მიერ შეტანილი წვლილი ქართული ფერწერის განვითარებაში.
გამოფენა წამოიწყო და დაგეგმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა, ეპარქიის მხარდაჭერით და საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირთან თანამშრომლობით. გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში მცხოვრები 17 მხატვარი, მათ შორის გარი ნალბანდიანი რუსთავიდან, ჰამლეტ აროიანი ჯავახეთიდან, მერუჟან შაჰუმიანი, გოჰარ ჰაკობიანი, თენგიზ მიკოიანცი, ირენ ოგანჯანოვა, ვალიკო არაქელიანი, მარინა ხაჩატუროვა და სხვები თბილისიდან. გამოფენილიყო 29 საუკეთესო ნამუშევარი. გამოფენა გრძელდება.