Материалы

„რესტიტუციის პრობლემა საქართველოში“ ფილმის პრეზენტაცია

2019 წლის 27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „რესტიტუციის პრობლემა საქართველოში“ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი მიძღვნილია რესტიტუციის კანონის არ არსებობის შედეგად ქვეყნის რელიგიური უმრცირესობების წინაშე არსებული პრობლემების გაშუქებას. ფილმში ნაჩვენებია ხუთი რელიგიური ორგანიზაციების: კათოლიკურ ლათინური, ლუთერანული, სომხური სამოციქულო, მუსულმანური, ებრაული და სხვა რელიგიური თემების ქრისტიანული ეკლესიების, მეჩეთების, სინაგოგების ოკუპირება საბჭოთა პერიოდში, რომლებიც დღემდე არ უბრუნდება თავიანთ მფლობელებს, ასევე არ ხდება მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ აღნიშნული რელიგიური თემების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. საქართველოს სომეხთა ეპარქიას წარმოადგენდნენ კულტურის დეპარტამენტის დირექტორი სურენ აბრამიანი, განათლების დეპარტამენტის დირექტორი ევგენია მარკოსიანი და მედიის დეპარტამენტის დირექტორი სუსანა ხაჩატრიანი. დამსწრეებმა ისაუბრეს იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ფილმში არ არის ნაჩვენები.

გამომსვლელებმა ისაუბრეს რუსული მხარის ზეგავლენის შესახებ, აღნიშნეს პრობლემებთან ერთობლივად ბრძოლის აუცილებლობა.

ფილმის გადაღების იდეა ეკუთვნის „რელიგიები მშვიდობისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციას. ფილმი გადაღებულია ორგანიზაციის ხელმძღვანელ ლელა ხონელიძის ინიციატივით, კონსტანტინე ჩაჩიაბაიას სცენარით, ფილმის რეჟისორია ირაკლი იმედაძე.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են