Материалы

ღაფამას დღესასწაული – ზამთრის პირველი დღე

2019 წლის 1 დეკემბერს საქართველოს სომხურ ეპარქიაში ტრადიციულად „ღაფამას“ დღესასწაული აღინიშნა. უკვე 5 წელია ეს ღონისძიება უწყვეტად ხორციელდება საქართველოს სომეხ ქალთა ასოციაცია – „შუშანიკის“ ინიციატივით, საქართველოს სომხური ეპარქიის მხარდაჭერითა და კულტურული ცენტრის „ჰაიარტუნის“ ხელშეწყობით. ეს შესანიშნავი ეროვნული დღესასწაული, რომელიც სომხური კერძის პოპულარიზაციის მიზნით იმართება, ზამთრის შემობრძანებას ეძღვნება. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა.

79288640საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლმა თბილისის წმინდა ეჯმიაძინის ტაძრიდან „ჰაიარტუნის“ გალუსტ გიულბენკიანის დარბაზში გადაინაცვლა, სადაც 104-ე სომხური საჯარო სკოლის (დირექტორი – ირინა ჟამკოჩიან) მოსწავლეებმა შემოდგომასთან გამოსამშვიდობებელი გამოფენა მოაწყვეს, მაგიდები კი სამეფო „ღაფამათი“, მოხარშული და შემწვარი გოგრით, ნამცხვრებით, მურაბით, ცხელი ჩაითა და ყავით საქართველოს სომეხ ქალთა გაერთიანება – „შუშანიკის“ წევრებმა გაამშვენეს.

დარბაზი ხალხით იყო სავსე. დამსწრეთათვის ზამთრის პირველი დღის მოსალოცად მოვიდნენ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, აჭარიდან – ეპარქიის ნაცვალის მრჩეველი არმენ გევორგიანი, ეპარქიის სულიერი მამები და თანამდებობის პირები.

78243721(შეკრებას ესწრებოდა საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღვრის ნამცვალმა ღირსმა მამამ, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა.

საქართველოს სომეხ ქალთა ასოციაცია „შუშანიკის“ თავმჯდომარის, სუსანა ხაჩატურიანის მისალმების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას მისალოცი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, რომელიც ყოველ წელს სიამოვნებით მონაწილეობს „ღაფამას“ დღესასწაულზე. ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა ღირსმა მამამ, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა დამსწრეებს მიულოცა წელიწადის ახალ სეზონზე გადასვლა, დეტალურად ისაუბრა „ღაფამას“ დღესასწაულის საიდუმლოზე, ურჩია მათ იცხოვრონ ეკლესიური ცხოვრებითა და დიდი ქრისტიანული რწმენით.

78567689წმინდა მამამ აკურთხა გაშლილი სუფრა, სამადლობელი სიტყვა უთხრა მონაწილე ქალბატონებს, რის შემდეგაც „ნერსეს შნორალის“ მომღერალთა გუნდმა სიმღერა „ღაფამას“ შესრულებით სადღესასწაულო სუფრასთან მიიწვია სტუმრები.

ეპარქიის კულტურული განყოფილების პროგრამით „ჰაიარტუნის“ მხატვრულმა ჯგუფებმა შესანიშნავი კონცერტი გამართეს და მხიარული განწყობა შეუქმნეს დამსწრე საზოგადოებას.

1 დეკემბერს „ღაფამას“ დღესასწაული აღინიშნა ახალქალაქშიც. ჯავახეთის სუსხიანი ამინდის მიუხედავად, დღესასწაული „სურბ ხაჩ“ (წმინდა ჯვრის) ეკლესიის ეზოში სომხური ეროვნული ცეკვისა და სიმღერის თანხლებით გაიმართა.

79091839

ჰაიარტუნ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են