Материалы

საინფორმაციო რესურსი ეკლესიის მსახურებისათვის

2019 წლის 18 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საეკლესიო მსახურთათვის „ადრეული ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის საკითხების“ შესახებ საინფორმაციო რესურსის – ბროშურის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები, სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელები.

საქართველოს სომხურ ეპარქიას წარმოადგენდა ქალაქ რუსთავში მცხოვრები სომხების სულიერი მოძღვარი, წმ. გრიგოლ ნარეკაცის სახელობის საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის სულიერი მწყემსი ღირსი მამა, მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი.

გამოცემის ინიციატორებმა და პრეზენტაციის ორგანიზატორებმა დეტალურად ისაუბრეს საინფორმაციო რესურსზე, რომელშიც შესულია ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სტატისტიკური მონაცემები, ანალიზი. ასეთი ადამიანების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, ამის მიზეზი უმთავრესად არის დაზარალებულთა არაკომპეტენტურობა მათი უფლებების შესახებ, მორჩილება და შიში უფრო საშინელი შედეგების შესახებ. ბროშურა, რომლის გამოცემა დაიგეგმა ჯერ კიდევ გასულ წელს ჩატარებულ რელიგიათშორისი საბჭოს შეხვედრაზე, ამჟამად უკვე ხელმისაწვდომია ყველა რელიგიური საზოგადოებისათვის. სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ, ყველა მრწამსის წარმომადგენელთა მონაწილეობით, შედგენილი გამოცემის მიზანია დაეხმაროს საეკლესიო მსახურებს, რომ თავიანთ სამწყსოში მსგავსი ძალადობის შემთხვევაში მათთან კომუნიკაციის დროს, გააცნონ დაზარალებულებს საკანონმდებლო უფლებებისა და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისებისა და დახმარებების შესახებ.

7990815პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ თანამდებობის პირები, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები, სტუმრები. მათ მაღალი შეფასება მისცეს ამ გამოცემას და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს საინფორმაციო ბროშურა მნიშვნელოვანი სიახლეა. ის ასევე რელიგიათშორისი დიალოგისა და ძალების გაერთიანების შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების მოსაგვარებლად.

ადრეული ქორწინებისა და ოჯახური ძალადობის საკითხების შესახებ საეკლესიო მსახურთათვის გათვალისწინებული საინფორმაციო რესურსის გამოცემა მომზადდა გაერთიანება „21-ე საუკუნის“, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და სახელმწიფო დახმარების ფონდის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობის ფარგლებში.

გამოცემის შესავალში აღნიშნულია საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის შეფასება მსგავსი დამხმარე ბროშურის გამოცემის მნიშვნელობის შესახებ, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგი ლინკის საშუალებით.

Document359

Document361

Document360

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են