Материалы

ნადგურდება თბილისის წმინდა მინას სახელობის ეკლესიის ნანგრევები

სახურავის გარეშე, ჩამოშლილი კედლებითა და ნაგავსაყრელად ქცეული წმინდა მინას სახელობის ეკლესია თბილისის ცენტრში სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. განუწყვეტლივ იშლება ოდესღაც მტკიცედ მდგარი ძველი სომხური ეკლესიის კვალი. ჯერ კიდევ 2014 წელს, ჩამოშლილი სახურავით, ეკლესია გარშემომყოფთ ახსენებდა, რომ აქ ერთ დროს მოქმედებდა ამაყად, ზემოთ აზიდული ღვთის სახლი. დღეს კი ეკლესიის განადგურების საფრთხე აშკარა გახდა.

2019 წლის 20 დეკემბერს, 15:00 საათზე ეკლესიის მახლობლად სამაშველო სამსახურში მიღებული განგაშის საფუძველზე მეხანძრეების წყალობით ეკლესია სრულ განადგურებას გადაურჩა. დაღუპვის პირას მდგარი, უყურადღებობისათვის გაწირული ღვთის სახლი ელოდება თავის საბოლოო აღსასრულს, ამაში მას ხელს უწყობენ გარშემო მცხოვრებნი, რომლებმაც გალავანზე, საწყობად და დამხმარე ნაგებობად აქციეს ეკლესია და მისი ტერიტორია, გამოუყენებელი ნაწილი კი უსახლკარო ადამიანების განკარგულებაში დატოვეს.

სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოში სომხური ეპარქია შეწუხებულია ეკლესიის ამ მდგომარეობის გამო. ეკლესია ყოველთვის იყო ეპარქიის ყურადღების ცენტრში, თუმცა ეპარქიას არ შეეძლო ეკლესიაზე ზრუნვა, რადგან იგი შედის ქართული ეკლესიის მიერ შედგენილი „სადავო“ ეკლესიების სიაში, რომელთა „ბედი“ წლების მანძილზე გაურკვეველი რჩება. სურბ მინასის ეკლესია სადავო არ არის. იგი სომხური ტაძარია და ეპარქიას უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს სომხურმა ეპარქიამაც და წმ. ეჯმიაძინის საკათედრო ტაძარმაც მრავალჯერ მიმართა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, რათა ეპარქიას გადაეცეს სომხური ეკლესიები და ეპარქიამ იზრუნოს მათზე. უამრავი წერილი გაიგზავნა საქართველოს ხელისუფლებისა და სახელმწიფო ორგანოების მისამართით, აღწერილი იყო ეკლესიის მდგომარეობა, მაგრამ არანაირი ცვლილება არ მოჰყოლია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სერიოზულად მიუდგებიან ქრისტიანული ტაძრის განადგურების საკითხს.

სურბ მინასის სახელობის სომხური ეკლესია დგას ავლაბარში, ავლაბრის სურბ ეჯმიაძინის მოქმედი ეკლესიის ახლოს. შემონახული მონაცემების თანახმად, სურბ მინასის ეკლესია აიგო 1790 წელს. თავდაპირველად ეკლესია დიდ ნაგებობას არ წარმოადგენდა, 1870 წელს აუცილებელი გახდა ეკლესიის შენობა უფრო გაედიდებინათ. 1883 წლის 2 იანვარს ძველი ეკლესიის ადგილას უკვე წამოიმართა ერევანცის (Երևանցոց) სურბ მინასის ეკლესია. საბჭოთა წლებში ეკლესიის გუმბათი ჩამოიქცა და ტაძარს საწყობად იყენებდნენ. სსრკ დაშლის შემდეგ ერევანცის მურბ მინასის ეკლესია „სადავო“ ეკლესიათა ნუსხაშია.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են