Материалы

მონოდრამა „გედის სიმღერის“ წარდგენა „ჰაიარტუნ“ ცენტრში

2019 წლის 23 ივნისს, სომხეთის რესპუბლიკის კაპანის შირვანზადის სახელობის სახელმწიფო დრამაული თეატრი თბილისში წარდგა (სამხატვრო ხელმძღვანელი - არტურ გაბრიელიანი). საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბეკიანის დარბაზში მსახიობმა არამ ჰაირაპეტიანმა წარმოადგინა ანტონ ჩეხოვის „გედის სიმეღერა“ დრამატული მონოშესრულებ. თეატრის სტუმრობა განხორციელდა საქართველოში სომხეთის საელჩოს ინიციატივითა და მხარდაჭერით.

გალუსტ გიულბეკიანის დარბაზი ხალხმრავალი იყო. ესწრებოდა 150 წლიანი თბილისის თეატრის ხელმძღვანელობა და მსახიობები, თემის წარმომადგენლები, თეატრის მოყვარულები.

1

მიუხედავად იმისა, რომ ჰაიარტუნის დარბაზი აუდიტორიისათვის პატარა იყო და სცენაც არ იყო, პროფესიონალ და ნიჭიერ მსახიობს როლის შესრულებაში ამან ხელი არ შეუშალა. მან ჟესტების, მიმიკის, ხმის ტონის მეშვეობით წარსდგა მაყურებლის წინაშე. მისი შესრულებით თბილისის სომხურმა აუდიტორიამ იგრძნო გმირის ემოციები.

აღსანიშნავია, რომ მსახიობმა რეჟისორ არტურ გაბრიელიანისა და მუსიკალური და სამხატვრო გამფორმებლის, გრიშა მარგარიანის შემოქმედებითი კომბინაციით წარმოდგენაზე გამოიყენა შექსპირის „მეფე ლირის“, სუნდუკიანის „ხათაბალას“, პარონიანის „პაღატასარ აღბარის“, შირვანზადეს „ბოროტი სულის“ გმირების სიტყვები. მონო შესრულებამ დაიმსახურა მაყურებლის მაღალი შეფასება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1939 წელს დაარსებული სიუნიქის რეგიონის კაპანის ალ. შირვანზადის სახელობის თეატრმა მრავალი სირთულე გადალახა, მაგრამ დღემდე აგრძელებს აყვავებას სხვადასხვა ფესტივალებში და შეჯიბრებში მონაწილეობით, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალაშენებულ სცენაზე, თბილისელ მაყურებლის წინაშე გამოსვლის ოცნებით.

4

ჰაიარტუნ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են