Материалы

საქართველოს სომხური ეპარქიის კულტურული ცენტრის „ჰაიარტუნის“ ნახევარი წლის საანგარიშო კონცერტი

2019 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს სომხური ეპარქიის კულტურულ ცენტრში - „ჰაიარტუნში“ შემოქმედებითი გუნდების ნახევარი წლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა. იგი კარგად იყო ორგანიზებული და ეძღვნებოდა სილვა კაპუტიკიანის დაბადების 100 წლის იუბილეს, ღონისძიების პროგრამაში ჩართული იყო მისი პოეზიის საფუძველზე შექმნილი სიმღერები. საკონცერტო პროგრამაში შესული ნომრები გახლდათ გასული თვეების განმავლობაში გუნდების მიერ მოპოვებული წარმატების ერთგვარი ჩვენება.

20191227 140647მრავალრიცხოვანი იყო გალუსტ გიულბენკიანის დარბაზი. კონცერტს ესწრებოდა საქართველოს სომხური ეპარქიის სასულიერო დასი, საწინამძღვროს თანამშრომელთა სრული შემადგენლობა, საზოგადოებრივ სტრუქტურათა წარმომადგენლები, სტუმრები, მშობლები.

„ჰაიარტუნის“ კულტურული ცენტრის ხელმძღვანელის ევგენია მარკოსიანის შესრულებით ერთმანეთს ენაცვლებოდა გუნდებისა და სოლისტების გამოსვლები. კონცერტი, რომელსაც ლიტერატურულ-მუსიკალური შეკრების ხასიათი ჰქონდა, გაჯერებული იყო ასევე სილვა კაპუტიკიანის ბიოგრაფიული მონაცემებით, ლიტერატრული შემოქმედების ანალიზით, გამონათქვამებითა და შეფასებებით. სილვა კაპუტიკიანის პატრიოტული, ეთნოგრაფიული, სასიყვარულო და ლირიული ლექსები წარმოდგენილ იქნა „წმ. ნერსეს შნორალის“ მუსიკალური გუნდის, „ტარონის“ ცეკვის ანსამბლის, დოლისა და დუდუკის ჯგუფის წევრების, „ჰაიოს ბენდის“ ვოკალური ანსამბლის, სოლისტების ­– ვლადიმირ არუთიუნოვის, აიდა ბაზოიანის, მარიანა ნერსესოვას, ლექსის მხატვრულად წამკითხველთა – ანი დერზიანის, მალვინა ხაჩატრიანის, ლანა მხითარიანისა და ანა გაბრიელიანის გამოსვლებით. ღონისძიება სომხური ლიტერატურის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამოხატულება იყო, რომელმაც დამსწრე საზოგადოების გულთბილი მიღება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

20191227ღონისძიების დასასრულს კონცეტრის წამყვანმა სამადლობელი სიტყვებით მიმართა „წმ. ნერსეს შნორალის“ მუსიკალური ანსამბლის ხელმღვანელს მარია აბულიანს, პიანისტს კარენ მირზოანს, ცეკვის ანსამბლის „ტარონის“ ქორეოგრაფს სურენ აბრამიანს, დუდუკისა და დოლის ჯგუფების მასწავლებლებს – ივანე მკრტჩიანს, რობერტ კაშავანიძეს, „ჰაიოს ბენდის“ ვოკალური ანსამბლის ხელმძღვანელს ვლადიმირ ასატუროვს, ხმის რეჟისორს სერგეი არუთიუნოვს – აღსაზრდელებში სომხური კულტურის მიმართ სიყვარულის გაღვივებისა და ეროვნულის მიმართ ინტერესის სწორად წარმართვისათვის.

ცენტრის მიერ სომხური კულტურის დაცვას, აღსაზრდელთა სრულყოფილ დაოსტატებას, ხელმძღვანელ-მასწავლებელთა და დირექციის საქმიანობას მაღალი შეფასება მისცეს კარინე მანუკიანმა, ლევონ ჩიდილიანმა და სამველ მკრტჩიანმა.

20191227საანგარიშო კონცერტი შეაფასა საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა მისმა ყოვლად უსამღვდელოესობამ არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა. წარმოდგენილი გამოსვლები შეაფასა რა მაღალი მხატვრული გემოვნებით, მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით, დიდი სომეხი პოეტის სილვა კაპუტიკიანის 100 წლის იუბილის შესანიშნავი გახსნებით, მისმა ყოვლად უსამღვდელოესობამ, წმინდა მამამ სამადლობელი სიტყვებით მიმართა „ჰაიარტუნის“ ცენტრს, პედაგოგებს, რომლებიც სიყვარულითა და თავდადებით ასწავლიან აღსაზრდელებს პატრიოტიზმისა და ეროვნულობის სიყვარულს, აახლოებენ მათ სომხურ ეკლესიასა და ქრისტიანულ რწმენასთან. დამსწრე საზოგადოებას კი მიულოცა დამდეგი ახალი წელი, წმინდა მამამ ურჩია მათ მონაწილეობა მიიღონ ნათლისღებისა და წმინდა შობის ლიტურგიაში და სათანადოდ აღნიშნონ წმინდა შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

20191227

ჰაიარტუნ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են