საქართველოს სომხურმა ეპარქიამ მონაწილეობა მიიღო ეკუმენურ ლოცვაში
2020 წლის 24 იანვარს თბილისში საყოველთაო ეკუმენური ლოცვა აღავლინეს. საქართველოში ერთიანობის ამ ლოცვას წლების მანძილზე აღავლენს ქრისტიანული აღმსარებლობის 4 ეკლესია – სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, საქართველოს რომაულ-კათოლიკური ეკლესია, საქართველოს ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია და საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია. ეკუმენური ლოცვა ყოველწლიურად ამ ოთხი ეკლესიიდან ერთ-ერთის ინიციატივით სრულდება.
წელს ლოცვის ჩატარების პატივი წილად ხვდა ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიას, რომელიც საქართველოში ეკუმენური ლოცვის ერთ-ერთი ინიციატორია.
საყოველთაო ლოცვას ესწრებოდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში ვატიკანის დესპანი, არქიეპისკოპოსი ხოსე აველინო ბეტენკური.
ლოცვის რიტუალში სხვა ეკლესიებთან ერთად საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა არქიმანდრიტის, კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, მონაწილეობდა საქართველოს სომხური ეპარქია, სასულიერო პირებისა და დიაკვნების დასით, ღირსი მამა ნარეკ ღუშჩიანის მეთაურობით. ადამიანთა სულების შეერთებისა და გამთლიანების, ერთმანეთის მიმართ მეოხეობის სული და სითბო სუფევდა ეკუმენური ლოცვის დროს.
ღვთის სიტყვის ერთობლივად მსახურებისათვის წლის ლოზუნგი იყო „მათ უჩვეულო სიკეთე გამოავლინეს ჩვენ მიმართ“. დამსწრეებმა ილოცეს მსოფლიოში მიმოფანტული დღევანდელი ემიგრატებისა და იმ ქვეყნებისა და ხალხებისათვის, რომლებმაც ემიგრანტები შეიფარეს. წმინდა წერილიდან საკითხავების წაკითხვითა და საგალობლების თანხლებით სხვადასხვა ერისა და რწმენის მონაწილეებმა ერთად ილოცეს სიყვარულის, სიკეთის, ცოდვების მიტევების, შემწყნარებლობისა და კაცთმოყვარეობის აუცილებლობაზე, რომელიც ერთგვარი შეგონებაა ღვთის სიტყვის მოსმენის, ერთად ყოფნისა და სამყაროში მშვიდობის დამყარების თხოვნით.
ყველა მონაწილემ ისაუბრა ეკუმენური ლოცვის მნიშვნელოვაზე, აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად არსებული უთანხმოებისა, ამგვარ ღონისძიებებს შეუძლია მორწმუნეებს ჩაუნერგონ, რათა ემსახურონ ერთ ღმერთს და მაცხოვარს, იესო ქრისტეს.
ეკუმენური ლოცვა დასრულდა სულიერი მამების მიერ მშობლიურ ენაზე წარმოთქმული ლოცვითა და კურთხევით.