სკოლის მოსწავლეებს „სამარელების ქისა“ ქრისტიანული საქველმოქმედო კომპანიის საჩუქრები გაუხარდათ
2020 წლის 4 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი, ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის რაიონის დაბა შაჰუმიანს, კარმირ და აღქიორფი სოფლების სასულიერო მსახურის არქიმანდრიტ ზავენ იაზიჩიანის წინამძღვრობით, თემის ადმინისტრაციული განყოფილების დირექტორის კარენ ერიციანის და ოპერატორ-ფოტოგრაფის გევორგ პოღოსოვის თანხლებით, რაიონის დაბა შაჰუმიანს და კარმირ სოფელს ეწვია.
წმინდა მამამ დაათვალიერა შაჰუმიანის სურბ ასტვაწაწინ ეკლესია, ეწვია კარმირ სოფლის სრბოც ავეტარანჩაც სამლოცველოს, მოუსმინა ადგილოვბრივ სასულიერო მსახურს, წმინდა წირვების ჩატარების, ტრადიციული ცერემონიების განხორციელების, ხალხის ეკლესიის ირგვლივ გაერთიანების, მოსახლეობის ჩართულობის კუთხით განხორციელებადი ღონისძიებების შესახებ. მამა ზავენმა ასევე ისაუბრა იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც დღესდღეობით არსებობს სოფლებში.
სულიერი მამები შაჰუმიანის N 1, 2 და 3 საჯარო სკოლებს, ადგილობრივ საბავშვო ბაღს, კარმირ სოფლის საჯარო სკოლას ეწვიეს. აღნიშნული დაწესებულებების მონახულების შემდეგ, ღირსი მამა, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა სკოლის მოსწავლეებს კურთხევა გადასცა და მათ „სამარელების ქისა“ ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციის საჩუქრები დაურიგა, რომლებიც შორეული საზღვარგარეთიდან მოსწავლეების თანატოლებმა გამოუგზავნეს როგორც მათი სიყვარულის და სიკეთის გამოხატვის საშუალება. წმინდა მამამ ბავშვებს მოუწოდა იყვნენ კეთილი, იარონ ეკლესიაში და იცხოვრონ ქრისტიანული სიყვარულით.
სტუმრები შეხვდნენ და ესაუბრეს ორი სოფლის სომხური სკოლების თანამშრომლებს.