სურბ სარგისის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში
სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის სანუკვარი დღესასწაულებიდან ერთ-ერთი, სურბ სარგის მხედარმთავრის, მისი ვაჟის, მარტიროსის და 14 თანამებრძოლის დღე, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ხალხის დიდი სიყვარულით აღინიშნა.
თბილისის სომეხი მრევლი სურბ სარგისის დღესასწაულს ტრადიციულად, წმინდანის სახელის მატარებელ, 1883 წელს აშენებულ სამლოცველოში მსვლელობით აღნიშნავს. ტრადიცია ამჯერადაც არ დაირღვა.
წინასადღესასწაულოდ, 2020 წლის 7 თებერვალს, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში შეკრებილი მრევლი, ლოცვის და სასულიერო დასის მიერ კურთხევის მიღების შემდეგ, სასულიერო პირების, მღვდელ ტერ ტათევ მარუქიანის, მღვდელ ტერ კირაკოს სიმონიანის წინამძღვრობით, სასულიერო დასის და დიაკვანთა თანხლებით, სურბ სარგისის ხატით, გალობით და ლოცვით ხარფუხის უბანში მდებარე სურბ სარგის სამლოცველოსკენ მიემართნენ. მსვლელობის მონაწილეები გაჩერდნენ და ლოცვა აღავლინეს შამხორეცოც კარმირ ავეტარან დანგრეული ეკლესიის ნანგრევებთან.
ყველა მორწმუნემ, რომლის რიცხვი რამოდენიმე ასს შეადგენდა, შეძლო შესვლა, სანთლის დანთება და ლოცვის აღავლენა სამლოცველოში. ამ დროის განმავლობაში სასულიერო მსახურების მონაწილეობით შესრულდა სასულიერო სიმღერები, რომელსაც უერთებოდნენ მსვლელობის მონაწილეები. თავიანთი სურვილის შესრულების შემდეგ, მიმლოცველები მივიდნენ სურბ გევორგ სამოციქულო ეკლესიაში და შეუერთდნენ იქ მყოფ ასობით მორწმუნეს.
ხალხმრავალი იყო სურბ გევორგ ეკლესია და მისი ეზო. წინასადღესასწაულო ლიტურგია შესრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის მიერ და სასულიერო დასის მონაწილეობით.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნე სუსანა მანველიანმა მრევლს სურბ სარგისის, მისი ვაჟის და თანამებრძოლთა შესახებ უამბო.
ღირსი მამა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა მისი კურთევა გადასცა დამსწრეებს, უქადაგა დღის მნიშვნელობა, სურბ სარგის მხედარმთავრის, მისი ვაჟის და თანამებრძოლთა, ქრისტიანობისთვის თავგანწირვის შესახებ. წმინდა მამამ მიმოიხილა ყოვლად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს მიერ სურბ სარგის მხედარმთავრის დღესასწაულის ახალგაზრდების კურთხევის დღედ გამოცხადების შესახებ, შეასრულა ახალგაზრდების კურთხევის წესი და მათ სურვილების ასრულება უსურვა.
სურბ სარგისის დღესასწაულის აღნიშნვა მიღებულია არა მხოლოდ საეკლესიო წესით, ლოცვით, არამედ ხალხური წეს-ჩვეულებებით.
წინასადღესასწაულო ცერემონის ბოლოს, სურბ გევორგ ეკლესიის ეზოში თავმოყრილმა ახალგაზრდებმა მიიღეს ნაკურთხი მარილიანი კვერები, რომელსაც უკავშირებენ თავიანთი ოცნებების ასრულებას.
8 თებერვალს, დღესასწაულის დღეს, თბილისის სურბ გევორგ სამოციქულო ეკლესიის საქართველოს სომეხთა პეარქიის წინამძღვრის ნაცვალის თანდასწრებით და ეკლესიის სასულიერო მსახური მღვდელი კირაკოს სიმონიანის მიერ სადღესასწაულო წმინდა და უკვდავი ლიტურგია აღავლინდება.
საქართველოს სომეხთა ეპარქია მადლობას უხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის სამსახურს, თბილისში მრევლის მსვლელობის გაძღლისათვის და სატრანსპორტო გზით მშვიდობიანი მსვლელობის უზრუნველყოფისათვის.