Материалы

ახალგაზრდულ წრეში ინტელექტუალური ტურნირი დაიწყო

2020 წლის 9 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ახალგაზრდული ინტელექტუალური ტურნირის პირველი ეტაპი გაიმართა. ტურნირის ინიციატორი და ორგანიზატორი საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული დეპარტამენტია, მღვდელ ტათევ მარუქიანის ხელმძღვანელობით, პროგრამების კოორდინატორ ნინა სეროპოვას და თანამშრომელ ემილ სარგსიანის მონაწილეობით. ტურნირის მიზანია მოზარდების მსოფლმხედველობის გაფართოება, კითხვის მნიშვნელობის პოპულარიზაცია, ახალი კავშირების დადგენის და მეგობრების გაჩენის შესაძლებლობის მხარდაჭერა, ასევე ერთად მსჯელობის, ძიების და სიმართლის აღმოჩენის სიხარული.

ტურნირის პირველ ტურში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების „მობი ბიკ“ მოხალისეთა უმცროსი გუნდი მარია სიმონიანის, „Roses” უფროსი გუნდი გაიანე დავთიანის, N103 სკოლის „პანდორა“ გუნდი დაიანა სარგსიანის, N98 სკოლის „გიტაკნერ“ გუნდი ნიკა სიარგის, N104 სკოლის „ვანქი დპროც“ გუნდი მარიანნა მანუკიანის და საქართველოს სომეხთა თემი ორგანიზაციის „დუმან“ გუნდი ჰაკობ ლამაზიანის ხელმძღვანელობით.

ტურნირის თითოეულ ეტაპზე მოკავშირე გუნდებს 15 კითხვა ეძლევათ, რომელიც ეხება ზოგად განათლებას, რელიგიას, ასევე „ნოუ-ჰაუ“ ვარიანტი.

ტურნირი სამი ეტაპისა და ფინალისგან შედგება, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან სამი ეტაპიდან ყველაზე მაღალი ქულის მქონე გუნდები.

84402748 2770623186387809 708326341463769088 O

ჰაიარტუნ, ახალგაზრდობა

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են