Материалы

ტეარნდარაჯის (მირქმის) დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში

2020 წლის 13 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში ტეარნნდარაჯის (მირქმის) დღესასწაული აღინიშნა, რომელიც აღნიშნავს მარიამ დღვთისმშობლის მიერ 40 დღის იესოს ტაძრისთვის მიბარებას. დღესასწაული დაიწყო ეკლესიის სასულიერო დასის მონაწილეობით შესრულებული წინასადღესასწაულო მზადებით. საღამოს წირვის შემდეგ შესრულდა ანდასტანი, დაილოცა სამყაროს ოთხივე კუთხე და დაინთო სანთლები, რომლებიც ქრისტეს სინათლის სიმბოლოს წარმოადგენენ.

სომეხი ხალხის საყვარელი ტერნნდარაჯის დღესასწაული ყოვლად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს ხელმძღვანელობით, გამოცხადაებულია ახალდაქორწინებულთა დალოცვის დღედ. ცერემონიას ესწრებოდნენ ის დაქორწინებული წყვილები, რომლებმაც ჯვარი დაიწერეს ამ წმინდა ტაძარში, წინა წლის განმავლობაში. დაქორწინებული წყვილები დალოცა ასევე ეკლესიის სასულიერო პირმა, მღვდელ სამველ თოროსიანმა.

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე თავმოყრილ ხალხს მიუგო და სადღესასწაულო დღესთან დაკავშირებით საეკლესიო ცერემონიების და ხალხური ტრადიციების შესახებ უამბო თემის ახალგაზრდული განყოფილების დირექტორმა, მღვდელ ტათევ მარუქიანმა.

ეკლესიის ეზოში დაინთო ტრნდეზის კოცონი, რომელმაც განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ნათლია ხაჩიკ ფაფახჩიანი და თამარ სიმონიანი ასევე წინა წელს დაქორწინებულ წყვილთა შორის არიან და მათ ცეცხლზე გადახტომის პირველობა დაეთმოთ.

დღესასწაულთან დაკავშრებით გაიმართა კონცერტი. სოლისტ ჰენრიხ პეტროსიანის მიერ წარმოდგენილი ეროვნული ცეკვა და სიმღერა გაჟღერდა ავლაბრის უბანში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისის „ანი“ ცეკვის ანსამბლი, ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანის ხელმძღვანელობით, ქალაქ რუსთავის „ნემრუთ“ ცეკვის ანსამბლი სტელა სელეპანოვას ხელმძღვანელობით, „ჰაიარტუნ“ ცენტრის სოლისტები ჰენრიხ პეტროსიანი, მარიანნა ნერსესოვა, ედვინ ახოიანი, მუსიკოს სერგეი ჰარუთუნიანის ხელმძღვანელობით.

მხიარული ღონისძიება ეკლესიის ნათლიის მიერ დაგეგმილი გამასპინძლებით დასრულდა.

ტეარნნდარაჯის (მირქმის) დღსასწაული დიდ ზეიმით აღინიშნა სამცხე-ჯავახეთის, ქვემო-ქართლის, ბათუმის და საქართველოს სომეხთა ეპარქიის სხვა ეკლესიებშიც.

განსაკუთრებული განწყობა სუფევდა მარნეულის რაიონის დაბა შაჰუმიანში, სოფელ კარმირში, ასევე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამშვილდოში. მრევლმა თავი მოიყარა სოფლ კარმირის სრბოც ავეტარანჩაც სამლოცველოში და შემდგომ შაჰუმიანის სურბ ასტვაწაწინ ეკლესიაში, მოსახლეობა საღამოს წირვას დაესწრო, მოისმინა ადგილობრივი სასულიერო პირის, არქიმანდრიტი ზავენ იაზიჩიანის ქადაგება დღის მნიშვნელობის, ტეარნნდარაჯის (მირქმის) საეკლესიო და ხალხური დღესასწაულის შესახებ.

ყველა მხიარულ განწყობაზე დადგა, როდესაც სადღესასწაულო კოცონი დაინთო და ახალდაქორწინებულმა წყვილებმა დაიწყეს ცეცხლზე გადახტომა. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამშვილდეს მოსახლეობა შეიკრიბა სურბ ფრკიჩ ეკლესიაში, დაესწრო საღამოს წირვას და მოუსმინა მღვდელ ჰუსიკ ჰარუთუნიანის მიერ დღის მნიშვნელობის შესახებ კომენტარს, რომლის შემდეგაც დაინთო სადღესასწაულო კოცონი. შეკრებილი ხალხი იზიარებდა ახალგაზრდა წყვილების მხიარულ სიმღერას, ცეკვას და ცეცხლზე გადახტომის სიხარულს.

Img

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են