Материалы

მოგზაურობა წარსულისაკენ

2020 წლის 10 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თანამშრომელთა გუნდი, სასულიერო დასის მონაწილეობით და თემის წინამძღვრის ნაცვალის, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, თბილისის „ამირანი“ კინოთეატრში წმინდა იაკობ ნიზიბინელისადმი მიძღვნილი „მოგზაურობა წარსულისაკენ “ ფილმის ჩვენებას დაესწრო.

ახალქალაქის და კუმურდოს თემის წინამძღვარი მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მიესალმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალ, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანს, სომხეთში ვიზიტის დაგეგმვასთან დაკავშირებით, ასევე ეჯმიაწინის საკათედრო ტაძარში შენახული ნოეს კიდობანის წმინდა ნაწილების ჩვენების და წმინდა იაკობის მარჯვენას წინ ლოცვისთვის, წმინდა იაკობ ნიზიბინელის სახელობის ეკლესიაში ვიზიტისთვის, ერევნის მესროპ მაშტოცის სახელობის მატენადარში შენახული საგნების დათვალიერებისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

ახალქალაქის და კუმურდოს თემის მიტროპოლიტმა გადაწყვიტა მოენახულა იაკობ ნიზიბინელის სახელობის წმინდა ადგილები, რადგან ძირეულად შეესწავლა იაკობ ნიზიბინელის ცხოვრება და მისი როლი ქრისტიანობის განვითარების და გავრცელებაში. მან გადაწყვიტა აუცილებლად მოენახულა ქალაქი ნიზიბინი, ლოცვა აღევლინა გაერთიანებული ეკლესიისთვის ძვირფასი წმინდანის სახელობის ტაძარში და ახალაქალაქის 40 წმინდანების მუზეუმში წმინდა იაკობ ნიზიბინელთან დაკავშირებული ნივთების და ნაწილების განთავსება - ორიგინალთან მაქსიმალურად გათანაბრებული ნიმუშები.

მიტროპოლიტი ოცნებას იხდენს და თავის მოგზაურობას ორსაათიან ფილმში ასახავს. წმინდა იაკობ ნიზიბინელის შესახებ თვალით დანახულს, ინფორმაციის სახით გადმოსცემს, სადაც ჰყვება წარსულში შესრულებული თავისი მოგზაურობის შესახებ, წმინდა იაკობ ნიზიბინელის სასწაულების და ქრისტიანული რწმენისადმი ერთგულობის შესახებ.

ფილმი საინტერესოა, დატვირთულია არარატის მთასთან ნოეს კიდობანის შეჩერების მნიშვნელობის, სამყაროში პირველი, ქრისტიანობის როგორც სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების სომხური ეკლესიის, ორი ქრისტიანული რწმენის ეკლესიების თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სომხური-ქართული საუკუნოვანი მეგობრობის ასახვის ისტორიებით.

გაერთიანებული ეკლესიის ძვირფასი წმინდა იაკობ ნიზიბინელი იყო წმინდა გრიგოლ განმანათლებელის მამიდაშვილი, დაიბადა ქალაქ ნიზიბინში და თავისი ტომის ამოხოცვის გამო, ირჩევს სასულიერო გზას. მან გადაწყვიტა არარატის მთაზე ასვლა, ნოეს კიდობანის სანახავად და მისი პატარა ნაწილის წამოღება. თუმცა ვერ შეძლო არარატის მწერვალზე ასვლა დიდი ხნის ტანჯვის და ლოცვის შემდეგ, იგი გარდაიცვალა. მას ეწვია უფლის ანგელოზი და კიდობანის ერთ-ერთი ნაწილი თავქვეშ ამოუდო: „არ არის საჭირო, რომ რომელიმემ ნახოს კიდობანი. შენი ვნების თანახმად, აიღე ხის ნაწილი და წადი შენს სახლში“, - ამბობს იგი. ნოეს კიდობანის ეს ნაწილი დღემდე ინახება ეჯმიაწინის საკათედრო ტაძარში. იგი უხრწნელი ხისგანაა და საუკუნეების განმავლობაში არ გაფუჭებულა.

ეჯმიაწინის საკათედრო ტაძარში ასევე ინახება იაკობ ნიზიბინელის რელიქვია, მარჯვენა რომელიც დრო და დრო, სადღესასწაულოდ გამოაქვთ.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են