წმინდა ვარდანანც დღესასწაულის ტრადიცია და მნიშვნელობა
2020 წლის 20 თებერვალს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ წმინდა ვარდანანც და 1036 მოწამის ხსენების დღე აღნიშნა. თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ტაძარში, წმინდანთა დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღმთო წირვა მღვდელ ვირაპ ღაზარიანმა აღავლინა, რომლის მიერ აღავლენილი პირველი წირვა, 19 წლის წინ წმინდა ვარდანანც დღესასწაულისადმი იყო მიძღვნილი. ამ დღეს მღვდელ ვირაპმა პირობა დადო, რომ ყოველ წელს დღესასწაულს წმინდა ვარდანანც მხედართმთავრების და მისი თანამებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წმინდა წირვის აღავლენით აღნიშნავდა. მღვდელმა და სასულუერო მსახურებმა ლოცვა საკათედრო ტაძარში წმინდა ვარდანანც სახელის მატარებელ საკურთხეველში აღავლინეს.
მამაომ იქადაგა გმირი მეთაურებსა და მათ თანამებრძოლთა შესახებ, რომლებიც იბრძოდნენ რწმენისა და სამშობლოს დასაცავად. მღვდელ ვირაპმა დამსწრეებს მოუწოდა უკვდავი გმირების ხსოვნით წახალისება, წახალისება მათი სამშობლოსადმი სიყვარულით, რწმენისადმი ერთგულებით და თავგანწირვისთვის მზადყოფნით, სამშობლოს დასაცავად და რწმენისადმი ერთგულების იდეით.
წმინდა წირვის პარალელურად, სასულიერო დასის მონაწილეობით შესრულდა „«Վասն համօրէն ննջեցելոց ազգիս հայոց»: პარაკლისი.
წმიდა ვარდანის და მისი თანამებრძოლების დღესასწაული ასევე სრულიად სომეხთა კათოლიკოსი უწმინდესის და უნეტარესის, გარეგინ მეორის სახელობითი დღეა. ამასთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიის ბოლოს შესრულდა საპატრიარქო ლოცვა. ერთობლივი ლოცვა აღავლინეს სრულიად სომეხთა კათოლიკოსატის სიმტკიცისა და გაბრწყინებისთვის, უწმინდესისა და უნეტარესის დღეგრძელობისა და ნაყოფიერი კათოლიკოსობისთვის.
მღვდელ ვირაპმა ყველა ვარდანს მიულოცა თავიანთი სახელის დღესთან დაკავშირებით, უსურვა ვარდანანცის მიმდევრებად და მათსავით ერის პატიოსან და მამაც შვილებად ყოფნა.
შემდგომ სურბ გევორგ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთაინის ხელმძღვანელობით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხური ენის შესწავლის, წინასწარმეტყველ წმინდა ელიას სახელობის საკვირაო სკოლის მოსწავლეების ერთიანი ძალებით, პედაგოგ როზა ზოჰრაბიანის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი იქნა ვარდანანც დღესასწაულისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური მონტაჟი. პედაგოგის მიერ ვარდანანც დღესასწაულის მნიშვნელობის მიმოხილვის და ვარდანანც გმირებისადმი მიძღვნილი პატრიარქ სურბ ნერსეს შნორჰალის „ნორაჰრაშ“ საგალობელის შესრულების შემდეგ, უცხოენოვანი განათლება მიღებული ახალგაზრდები წმინდა გმირებისადმი და მათი უკვდავი ხსოვნისამი მიძღვნილი სიტყვებით გამოვიდნენ.
ღონისძიება შეაჯამა და დამსწრეები დალოცა წინამძღვრის ნაცვალმა. მან მიმოიხილა ვარდანანც დღესასწაული მნიშვნელობა „«Մահ ոչ իմացեալ մահ է, Մահ իմացեալ՝ անմահութիւն» (Սո. Եղիշե, 5-րդ դար), წმინდა მამამ დამსწრეებს ვარდან მამიკონიანის და მისი გმირი ჯარისკაცების გმირული სულით ცხოვრებისკენ მოუწოდა, მათ უსურვა, რომ იყონ პატიოსანი და მამაცი შვილები და მიმდევრები ვარდანისა და მისი თანამებრძოლებისა.
ღირსი მამა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა დამსწრეებს შეახსენა, რომ წმინდა ვარდანანც დღესასწაული ყველა იმ ადამიანის ხსენების დღესასწაულია, რომლებიც ვარდანანც მხედართმთავრების ან ჯარისკაცების სახელებს ატარებენ, რომლებმაც საკუთარი თავის გაწირვით დაამტკიცეს სომეხი ხალხის ცხოვრების სურვილი და ყოფნის უფლება.