Материалы

კოსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქი თბილისში გზად გაჩერდა

წმინდა ეჯმიაწინის საკათედრო ტაძარში მიმგზავრებისას, 2020 წლის 28 თებერვალს კოსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქი უნეტარესი მამა საჰაკ მეორე მაშალიანი თბილისში შეჩერდა. უწმინდესი და მისი დელეგაციის წევრები საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა, სასულიერო დასმა, თემის ადმინისტრაციული დეპარტამენტის და ფინანსური განყოფილების დირექტორებმა მიიღეს.

სტუმრებმა წმინდა მამის ხელმძღვანელობით დაათვალიერეს სურბ გევორგ ეკლესია, სანთლები დაანთეს და უძველეს ტაძარში ლოცვა აღავლინეს, მოუსმინეს არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანს, რომელიც ეკლესიის რეაბილიტაციის, მეორედ კურთხევის და ჰოვნათანიანების ტომის მიერ შესრულებული ილუსტრაციების შესახებ ჰყვებოდა.

კოსტანტინოპოლის სომეხთა საპატრიარქოს დელეგაცია „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ სამეცნიერო ცენტრსაც ეწვია. თუმანიანის სახლის ისტორიას და ამჟამინდელ საქმიანობასთან გაცნობის შემდეგ, უნეტარესმა მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.

კოსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქი და საპატრიარქოს სასლიერო პირები ასევე სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს ესტუმრნენ, ქედი მოიხარეს აქ დაკრძალული ერის დიდი პიროვნებების წინაშე.

დელეგაცია, რომლსაც წარმოადგნენდენ ღრმად პატივცემული მამა თათულ არქიმანდრიტ ანუშიანი, მღვდელ ტრდატ უზუნიანი, მღვდელი შირვან მირზოიანი, სტამბულის „ჟამანაკ“ (დრო) გაზეთის რედაქტორი არა ქოჩუნიანი, მიემგზავრნენ წმინდა ეჯმიაწინის საკათედრო ტაძარში, უმაღლეს სასულიერო საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.

  • Created on .
  • Hits: 65

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.