Материалы

რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია

2020 წლის 26 თებერვალს თბილისის სასტუმრო „ბილტმორში“ რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს 2018-2019 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, საქართველოს პარლამენტრის და მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატთა კორპუსის, მედიის წარმომადგენლები. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანიც.

სააგენტოს ორწლიანი საქმიანობის შესახებ ანგარიშით გამოვიდა საქართველოს რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. მან ისაუბრა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით ამჟამინდელი მდგომარეობის და სააგენტოს მიერ რწმენის თავისუფლების, ტოლერანტული ატმოსფეროს შექმნის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

მოხსენებაზე ისაუბრა სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის შესახებ, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემ განმარტა, რომ ამჟამად საქართველოში მოქმედებს სამოცზე მეტი სომხური ეკლესია, რომელთა დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენენ და ექვემდებარებიან სახელმწიფოს.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ თბილისში მდებარე „ნორაშენ“ სომხური სამოციქულო ეკლესიის გამაგრების სამუშაოები დასრულდა, რომლისთვისაც სახელმწიფოს მიერ ერთი მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი. ისაუბრეს ასევე „ნორაშენ“ და მუღნუ სურბ გევორგ ეკლესიების გამაგრების სამუშაოების აუცილებლობის შესახებ, აღნიშნულ იქნა, რომ ამ ეკლესიების რეაბილიტაციას, მოვლას და შენარჩუნებას საქართველოს სახელმწიფო ახორციელებს.

87832364 1996705400463189 6656530200139923456 O

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են