საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ზარები დაირეკა
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის განკარგულებით, ეპარქია შეუერთდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს მიერ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებულ შემოთავაზებას, და 2020 წლის 15 მარტს, საკვირაო ღვთისმსახურების დროს, 12 საათზე, ეკლესიებში ზარები დაირეკა და ერთობლივი ლოცვა „მამაო ჩვენო“ აღავლინდა. აღნიშნული ცერემონია მომდევნო საკვირაო წირვის დროსაც შესრულდება.