Материалы

ჭრაგალუიცის წმინდა წირვა თბილისის სომხურ ეკლესიებში

2020 წლის 11 აპრილს, დიდ შაბათს საღამოს, იესო ქრისტეს წმინდა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ჭრაგალუიცის წმინდა წირვა აღავლინდა.

თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ვითარება სხვაგვარად იყო. ქვეყანაში მოქმედი საგანგებო ვითარების ფარგლებში მიღებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ეკლესიებში წმინდა წირვა დაიწყო საღამოს ჟამსახურების შემდეგ, კარდახურული ფორმატით. მიმდინარეობდა წირვის ონლაინ ტრანლაცია. მიუხედავად სახლში დარჩენისადმი მიმართული მოწოდებებისა, ხალხი შეიკრიბა ეკლესიის ეზოში და დინამიკების საშუალებით დაესწრო წირვას, 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით.

ჭრაგალუიცის წმინდა წირვა თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, მღვდელ სამველ თოროსიანმა აღავლინა.

92642691წმინდა წირვის პარალელურად, მრევლს უქადაგა წმინდა მამამ. არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა ისაუბრა დღის მნიშვნელობის შესახებ, მიმოიხილა მსოფლიოში არსებული ვითარება, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პანდემიამ ღირებულების გადახედვის საჭიროება გაზარდა. თემის წინამძღვარმა აღნიშნა განწმენდის, ღმერთთან და რწმენასთან უფრო დაახლოვების, ერთმანეთის დაფასების და სიყვარულის, ახლებურად ცხოვრების და მოქმედების აუცილებლობა.

მრევლმა ერთმანეთს ჩვენი უფალი იესო ქრისტეს აღდგომა მიულოცა. წმინდა წირვის დასასრულს, თემის წინამძღვარმა მორწმუნეებს მიულოცა წმინდა აღდგომის დღესასწაული, საქართველოსა და სომხეთს უსურვა მშვიდობა, წინსვლა და განვითარება, ღმერთს შესთხოვა კურთევით და ყოვლისშემძლე ძალით ყოვლად კაცობრიობის განთავისუფლება კორონავირუსის ტრაგედიისაგან და შესთხოვა, რომ მშვიდობიან ცხოვრებას დავუბრუნდეთ.

წმინდა წირვის დასასრულს, ადამიანები ცალ-ცალკე შევიდნენ ეკლესიაში, დაანთეს სანთელი და უფლის კურთხევით დაუბრუნდნენ სახლებს, უფლის აღდგომის წმინდა სინათლის სახლში მიტანით. ასევე შესრულდა წმინდა აღდგომის დღესასწაულის შემდეგ პირველი სახლის კურთხევის წესი. აკურთხეს პური, წყარი და მარილი.

92671807

92592665

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են