კეთილი საქმე ლამაზი მაგალითიცაა
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მძიმე საცხოვრებელ პირობებში აღმოჩენილი ადამიანის დახმარება, მათი რთული ცხოვრების მეტნაკლებად გამარტივება, სამაგალითო გახდა. ამჯერად ღირსეულმა სომეხმა პირებმა დახმარების ხელი გაუწიეს შეჭირვებულ, მარტოხელა და შშმ მრევლს.
2020 წლის 31 მაისს, თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, წირვის დასრულების შემდეგ, ორ ათეულ შეჭირდებულ მორწმუნეს, ქველმოქმედ ლიუსი ტერ ნაკალიანის მხარდაჭერით, სხვადასხვა სურსათით სავსე შეფუთვები გადაეცათ.
ხალხისთვის დახმარების ხელის გაწევა ლამაზი მაგალითი ხდება ასევე დანარჩენი ჩვენი თანამემამულეებისთვის, ვისი წყალობითაც საქართველოს სომეხთა ეპარქია აგრძელებს დახმარების დარიგებას როგორც ეკლესიაში, ასევე მრევლის სახლებში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, ღირსი მამა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი თავის კურთხევას გადასცემს და აფასებს ეკლესიის მხარდამჭერების გაწეულ სამუშაოს.
ღმერთმა დაგლოცოთ ყველა და სულით და ხორცით ჯანმრთელად გამყოფოთ.