საიათ-ნოვა - „ვარდატონი“ შეუფერხებელია
მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის ზოგიერთი შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ხელმძღვანელობით, თბილისელ სომხებს შესაძლებლობა მიეცათ ტრადიციულად, მაისის თვის ბოლო კვირა დღეს წითელი ვარდებით შეემკოთ სომეხი დიდი აშუღის და ხალხთა მეგობრობის მომღერლის საიათ-ნოვას საფლავი.
2020 წლის 31 მაისს, თბილისის სურბ გევორგ სამოციქულო ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის ღირსი მამა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, სადღესასწაულო წირვა აღავლინა ღირსეულმა მამა მღვდელ ვირაპ ღაზარიანმა. უწმინდეს ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, თემის სტრუქურების ხელმძღვანელები, თბილისელი სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები, მრევლი.
უწმინდესი ღონისძიების დასასრულს, დამსწრეებმა გადაინაცვლეს ეკლესიის ეზოში მდებარე საიათ-ნოვას საფლავთან, სადაც წინამძღვრის ნაცვალის ხელმძღვანელობით სასულიერო დასის მონაწილეობით, შესრულდა პარაკლისი, რის შემდეგაც საიათ-ნოვას ხელოვნების უკვდავობის, შეუდარებელი მომღერლის შეუქცევადი ხსოვნის შესახებ სიტყვით გამოვიდა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი.
შემდგომ, დამსწრეებმა ვარდებით და ყვავილებით, სიყვარულით და სიხარულით შეამკეს უკვდავი საიათ-ნოვას საფლავი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, საზოგადოებრივ მოღვაწეებთან ერთად ყვავილებით შეამკეს ასევე მეიდნის უბანში დადგმული საიათ-ნოვას მემორიალი.
გვიანობამდე სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიის ეზოში ისმოდა საიათ-ნოვას უკვდავი სიმღერა და მუსიკა, რომელიც გახდა „ვარდატონის“ შეცვლილი, თუმცა შეუფერხებელი დღესასწაული და საიათ-ნოვა მომღერლის მიმართ სიყვარულის და მისი სიმღერის ხელოვნების უკვდავობის გამოვლენა.