ჯინიშიან პროგრამის განხორციელების ნაბიჯები ჯავახეთში
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, ღირსი მამა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით, 2020 წლის 3-4 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული საკითხების დეპარტამენტის თანამშრომლები გევორგ პოღოსოვი, ნინა სეროპოვა, საქართველოში ჯინიშიანის ხსოვნის ფონდის ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორ ემილ სარგსიანის ხელმძღვანელობით, „სამოქალაქო დიალოგი და სამოქმედო ნაბიჯები ცვლილებებისთვის“ პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტი განახორციელეს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თემის ახალგაზრდული დეპარტამენტი ახორციელებს ქვეპროგრამას, რომლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საზოგადოების სხვადასხვა ფენა. წელს იგეგმება ფილმის გადაღება საქართველოს სხვადსხვა რეგიონიდან თბილისის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში განათლების მიმღებ სომეხი სტუდენტების შესახებ. ისინი წარმოადგენენ იმ სტუდენტების ჯგუფს, რომლებიც წარმატებულნი არიან, იღებენ მაღალი ხარისხის პროფესიულ განათლებას, ფლობენ სახელმწიფო ენას და ინტეგრირებულნი არიან საქართველის სამოქალაქო საზოგადოებაში. პროგრამის განსახორციელებლად არჩეულ იქნა 5 მონაწილე წალკის, ნინოწმინდის, ახალქალაქის რეგიონიდან და ბათუმიდან.
თბილისიდან ჩასულ სამუშაო გუნდი ახალქალაქის ეპარქიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ნაცვალი არქიმანდრიტ მაღაქია ამირიანმა მიიღო. გუნდმა აგრეთვე ესტუმრა ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახქ“ კულტურულ-საგანამანათლებლო ცენტრს, შეხვდა ნინოწმინდის სასულიერო მსახურ მღვდელ არმაშ პოღოსიანს, ასევე ესტუმრა წალკის რაიონის სოფელ ღზლქილისაში მცხოვრები ოჯახებიდან ერთ-ერთს.
შეხვედრების დროს გადაღებულ ვიდეო მასალაზე დაყრდნობით პროგრამის დასასრულს მომზადდება ფილმი, რომლის გმირებიც იქნებიან ჯავახეთისა და ქალაქ ბათუმის სომეხი სტუდენტები, რომლებიც ისაუბრებენ თავიანთი სტუდენტური ცხოვრების განმავლობაში მიღწეულ წინსვლებსა და იმ დაბრკოლებების შესახებ, რომლებიც მათ ამ გზაზე შევხდად.
პროგრამის განხორციელების სამუშაოები გრძელდება.