Материалы

თბილისის სურბ გევორგ სამოციქულო ეკლესიაში სურბ გრიგოლ განმანათლებლის ნაწილების აღმოჩენისადმი მიძღვანილი ღვთისმსახურება

2020 წლის 27 ივნისს თბილისის სურბ გევორგ სამოციქულო ეკლესიაში წმინდა და უკვდავი წირვა აღავლინდა, რომელიც მიძღვნილი იყო წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ნაწილების აღმოჩენის დღესასწაულისადმი. ეს უკანასკნელი პირველი სომეხი პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამი დღესასწაულიდან ბოლოა. წირვა აღავლინა ღირსი მამა მღვდელ ვირაპ ღაზარიანმა.

ღვთისმსახურების პარალელურად, მღველმა იქადაგა დღესასწაულის მნიშვნელობის, სომეხი ხალხისთვის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მისიის შესახებ. ტერ ვირაპმა ასევე ისაუბრა სომხური ეკლესიის გრიგორიანულად წოდების გარემოების შესახებ, ამის დადებით და უარყოფით მხარეებზე: სომეხთა სიწმინდეებიდან ერთის განდიდებისა და სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის არასწორად წარმოჩენის შესახებ. მღვდელმა მრევლს მოუწოდა მყარად დაიცვან სომხური ეკლესია, იამაყონ, რომ მისი მიმდევრები არიან და ყველა სომეხს მიულოცა წმინდა გრიგოლ განმანაღლებლის ნაწილების აღმოჩენა და სომხეთში ჩატანა, რომლებიც ინახება დედა ღვთისმშობლის სურბ ეჯმიაწინ საკათედრო ტაძარში.

წირვაზე დამსწრე მრევლმა მუხლმოდრეკილი ილოცა წმინდა გრიგოლ განმანათლების სახელით, მისი და სხვა წმინდანების შუამდგომლობის თხოვნით.

105955128

სურბ გევორგ

  • Created on .
  • Hits: 185

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.