Материалы

იესო ქრისტეს ბრწყინვალების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში

სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 2020 წლის 19 ივლისი, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ბრწყინვალების დღესასწაული იყო. სომხური ეკლესიის ხუთი ძირითადი დღესასწაულებიდან ერთ-ერთი საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში წმინდა და უკვდავი ლიტურგიით აღინიშნა. თბილისის და საქართველოს სომხებით დასახლებულ რეგიონებში ხალხი დილიდან დიდი სიხარულით მოდიოდა ღვთის სახლში ერთმანეთისთვის ვარდავარის დღესასწაულის მისალოცად და მონაწილეობის მისაღებად.

სამოციქულო ეკლესიაში მოვიდნენ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, საქართველოს სომეხთა კავშირის ვიცე პრეზიდენტები არმენ ბაიანდურიანი, ვან ბაიბურთიანი, სათემო მოღვაწეები, მრევლი.

20200719სურბ გევორგ სამოციქულო ეკლესიაში სადღესასწაულო წმინდა უკვდავი ლიტურგია აღავლინა თემის წინამძღვარმა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა.

ღვთისმსახურების პარალელურად, წმინდა მამამ იქადაგა დღის მნიშვნელობის შესახებ. ქრისტეს გარდაქმნა ან ბრწყინვალება, სახარების მიხედვით თაბორის მთაზე განხორციელდა. წმინდა გრიგორ ტათევაციმ დღესასწაულის სახელს „ვარდავარს“ ხსნის იესოს შედარებით ვარდთან: როგორც ვარდი, სანამ გაიფურჩქნება, იმალება თავის პარკუჭში და როდესაც იფურჩქნება ყველასთვის ხილვადი ხდება, ასეა ქრისტეც, გარდაქმნამდე ატარებდა ღვთაებრიობის ბრწყინვალებას და ბრწყინვალებით კი გამოხადტა თავისი ღვთაებრიობა. არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა დამსწრეებს მოულოცა იესო ქრისტეს ბრწყინვალების დღესასწაული და უსურვა დიდი ხნის სიცოცხლე ჩვენს სულებში დამალული ნათელი წერტილის ბრწყინვალებისთვის, ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ეკლესიის ერთგულების იდეით.

20200719წმინდა მამამ თავის ქადაგება დაასრულა სიურპრიზით: მან მიმოიხილა საქართველოს სომეხთა ეპარქიის აქტიური მოღვაწის, ვან ვაღარშაკის ძე ბაიბურთიანის იუბილე, აღნიშნა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, საქართველოს პრეზიდენტის ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საკითხში მრჩევლის, საქართველოს სახალხო დამცველის ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრის, საქართველოს სომეხთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, „ვრასტან“ გაზეთის მრავალწლიანი რედაქტორის, დამსახურებული ჟურნალისტის და ბოლოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის აქტიური, ერთგული მოღვაწის საქმიანობა, გაიხსენა საქართველოს „ღირსების“, სომხეთის „მოვსეს ხორენაცი“ მედლების მფლობელისადმი მიძღვნილი საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებისა და სხვა ოფიციალური პირების მილოცვები და განსაკუთრებულად აღნიშნა ყოვლად სომეხთა კათოლიკოსის მილოცვა. მამა კირაკოსმა მიმართვის კითხვა დაასრულა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სახელით იუბილარისადმი მიძღვნილი მილოცვის თბილი სიტყვებით.

სასულიერო დასის ლოცვის და კურთხევის შემდეგ სადღესასწაულო განწყობა გაგრძელდა დედაქალაქის ორი ეკლესიის ეზოებში. წარმართული დროიდან ჩვენამდე მოღწეული და ქრისტიანული სულის მიღებული, წუწაობის ტრადიცია ან ვარდავარი, გაიმართა ერთმანეთზე წყლის შესხურებით.

Imgუფალი იესო ქრისტეს ბრწყინვალების დღესასწაულთან დაკავშირებით პოსტ ღვთისმსახურების ღონისძიებები შესრულდა ახალციხის სურბ გრიგორ განმანათლებლის, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“, ნინოწმინდის „სურბ სარგის“, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ და სომეხი მოსახლეობით დასახლებულ სხვა ეკლესიებში.

ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ბრწყინვალებით სულიერად გაბრწყინებული და ვარდავარის წყლით განწმენდილი მრევლი დაუბრუნდა სახლებს, მათ თან წაიღეს ლიტურგიის შემსრულებლების მოწოდება - განწმენდილი წყლით და ახალი სულით ახალი ცხოვრების დაწყება იესოთი.

20200719

სურბ გევორგ

  • Created on .
  • Hits: 42

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.