პოეზიის დღესასწაული თბილისელ სომეხთა თემში
თბილისელ სომეხთა თემში სომხური ლიტერატურის, კერძოდ სომხური პოეზიისადმი მიძღვნილი უამრავი დღესასწაული არსებობდა, თუმცა ეს უკანასკნელი, რომელიც 2020 წლის 25 ივლისს, თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძრის ეზოში განხორციელდა, ატარებდა „ცნობილ მწერალთა უცნობი გვერდებიდან“ მისტიურ და ყოვლისმომცველ სათაურს. იგი 21 მარტის პოეზიის საერთაშორისო დღისადმი იყო მიძღვნილი, დაგვიანებული, თუმცა პირველი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში.
ღონისძიების ინიციატორი თემის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრი იყო. კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებული ღონისძიება პირველი მერცხალი იყო, რომელიც თბილისელი სომხები სათემო ყოველდღიურობას დაუბრუნა და რომელიც განხორხიელდა საიათ-ნოვას, სამოციქულო ეკლესიის ეზოში დაკრძალული ერის ღირსეული შვილების ზეციური კურთხევით და პოეზიის მოყვარე საზოგადოების თანდასწრებით.
პოეზიის მორევში სომეხ დიადთა შემოქმედების გვერდების გადაფურცლისა და მათი ხიბლის აღსაქმელად იმყოფებოდნენ პოეტური ხელოვნების მოყვარულები, თბილისელ სომეხთა თემის სხვადსხვა თაობების წარმომადგენლები. საღამოს ლიტურგიის შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის ატქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის თანდასწრებით ღონისძიება „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის დირექტორმა გისანე ჰოვსეფიანმა გახსნა და ღონისძიების მართვის უპირატესობა საღამოს ორგანიზატორ გოჰარ მაზმანიანს გადასცა.
სომხური პოეზია თავისი გამორჩეული სახეებით ამოუწურავია თავისი ნაზი და გულის ამაჩუყებელი სტროფებით, თაივისი ნაზი მუსიკით, თავისი მუდმივგასაოცარი თანამედროვეობით. ამ ნამუშევრებმა გაანათეს საბავშვო, სასიყვარულო, პატრიოტული, ფილოსოფური, სასულიერო, ნათარგმნი ნიმუშებით, რომელიც 104-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ და „სურბ ეღია მარგარე“ ერთდღიანი სკოლის მოსწავლეებმა, უბრალოდ პოეზიის გულშემატიკვარი თემის მოღვაწეებმა. ნაჰაპეტ ქუჩაკის, გრიგორ ნარეკაცის, რუბენ სევაკის, დანიელ ვარუჟანის, ჰოვანეს თუმანიანის, ვაჰან ტერიანის, ჰოვანეს შირაზის, სილვა კაპუტიკიანის, ჰენრიხ საჰაკიანის, მიქაელ ახტიანის, ანაჰიტ ბოსტანჯიანის, გური ეთერის, ჟორა სნხჩიანის და სხვების შემოქმედებებისაგან, საბავშვო ლიტერატურის ლექსების ანდასტანიდან თითო ნიმუში გაჟღერდა იმ ადამიანთა მიერ, ვისთვისაც განსაკუთრებით ახლო და ძვირფასი იყო ის სტროფები. სომხური ლექსები გაჟღერდა ქართულად, რუსულად, როგორც თარგმნის ღირებული ნიმუშები.
სომხურ-ქართული ლიტერატურული კავშირების დიდოსტატი, მწერალი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი სკაიპის მეშვეობით შეუერთდა პოეზიის საღამოს, წაიკითხა ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ვიკტორ ჰოვსეფიანის ლექსი, ხოლო მღვდელ კირაკოს სიმონიანმა წაიკითხა ამონარიდი იოანე ოქროპირის „მჭერმეტყველებიდან“.
კურთხევის სიტყვით ღონისძიება შეაჯამა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა. მიმოიხილა პოეზიის საღამო, წმინდა მამამ უმაღლესად შეაფასა საინტერესო ფორმატით, კითხვა პასუხის, სიმღერითა და ლექსის კითხვით, სამსახიობო ხელოვნებით შეკრული ღონისძიება, ასევე დამსწრეებს უქადაგა, რომ ჩვენი ერთიანობა ერთმანეთისადმი სიყვარულით, ღიმილით და კეთილი სიტყვებით უნდა გამოვავლინოთ.
მაღალი დონით ორგანიზებული ღონისძიება თითოეული მონაწილისთვის გახდა ლექსებით გამოვლენილი ემოციისა და გრძნობების თავისებურად გამოხატვის, ასევე სომხური ლიტერატურის უძირო ზღვაში მოგზაურობის სასიამოვნო შესაძლებლობა.