საქართველოს სომეხთა ეპარქია აგრძელებს გაჭირვებულთა დახმარებას
საქართველოს სომეხთა ეპარქია ეკლესიის მოყვარული ქველმოქმედი თანამემამულეების მხარდაჭერით აგრძელებს დახმარების გაწევას მარტოხელა, მოხუც, შშმ პირებს და გაჭირვებულ ადამიანებს და მათ ოჯახებს. ხდება დაგეგმვა და შემდგომ სხვადასხვა საჭიროების სურსათის შეფუთვების გადაეცემა მათთვის.
ამჯერად ჰუმანიტარული საქმიანობა განხორციელდა „ჰოფ“ საქველმოქმედო საზოგადოებრივი ორგანიზაციის ინიციატივით და მხარდაჭერით, დამფუძნებელ-დირექტორ ვერონიკა ჰუნანიანის ხელმძღვანელობით.
2020 წლის 7-9 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის 30 მრავალწევრიან, გაჭირვებულ და შშმ პირების ოჯახებს დაურიგდათ 14 სხვადსხვა სურსათის შეფუთვები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით და ზემოხსენებული ორგანიზაციის დაფინანსებით, სურსათის მოპოვება და ოჯახებისთვის დარიგება განხორციელდა თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სასულიერო დასის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელ ევგენია მარკოსიანისა და მოხალისე მარინე სუმახიანის მიერ.
საქართველოს სომეხთა ეპარქია აგრძელებს გაჭირბეულებისათვის დახმარების დარიგებას.
ღმერთა დაგლოცოთ და სულითა და სხეულით ჯანმრთელად გამყოფოთ ყველა.