საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი ახალგაზრდებს შეხვდა
2020 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ ეკლესიაში, საღამოს ლიტურგიის დასრულების შემდეგ, წინამძღვრის ნაცვალ არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანსა და თემის ახალგაზრდობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
წინამძღვრის ნაცვალმა დალოცა დამსწრეები, მიმოიხილა ზოგადად ერის, ხალხის და ინდივიდის ცხოვრებაში რწმენისა და რელიგიის როლი, კერძოდ კი აღნიშნა სომხური ეკლესიის გზავნილებით ცხოვრების, ქრისტიანული მცნებებით ცხოვრების, ლიტურგიებსა და რიტუალებში მონაწილეობის მიღების მნიშვნელობა. ღირსმა მამამ არქიმანდრიტ კირაკოსმა ასევე ისაუბრა ეკლესიის ირგვლივ ახალგაზრდების გაერთიანების აუცილებლობის შესახებ.
შემდგომ კითხვა-პასუხის ფორმატში დამსწრეებმა სომხური ეკლესიის ტრადიციულ წესებთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო კითხვები გააჟღერეს.
შეხვედრა დასრულდა წინამძღვრის ნაცვალის კურთხევით და შემაჯამებელი სიტყვით. შემოთავაზებული იქნა, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავ გაგრძელდეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდული განყოფილების პროგრამების კოორდინატირი ნინა სეროპოვა, ადმინისტრაციულ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი კარენ ერიციანი და ოპერატორი გევორგ პოღოსოვი.