Материалы

სოფ. არაგოვას „ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა გამოსაშვები ზეიმი

2020 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის სოფ. არაგოვას „სურბ გევორგ“ ეკლესიაში, ეკლესიასთან მოქმედი, „ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის სულიერი მსახურები ღირსი მღვდელი ნარეკ ტიგრანიანი, მღვდელი ტიგრან მხითარიანი და სოფ. არაგოვას „სურბ გევორგ“ ეკლესიის სასულიერო მსახური, მღვდელი თადეოს ტერ-მკრტჩიანი. დიდი პატივი იყო ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, სამველ მანუკიანის, ახალქალაქის მერის, იური უნანიანის, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანისა და სხვათა დასწრება. ეკლესიის დარბაზში შეკრებილნი იყვნენ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, მათი მშობლები და აღმზრდელები, თემის ხელმძღვანელობა და სხვადასხვა ადგილიდან მობრძანებული სტუმრები.

ღონისძიება საღმრთო ლოცვით დაიწყო. ეკლესიის კედლებში სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. ბავშვები თავიანთი ნასწავლი ცეკვებით, სიმღერებითა და ლექსებით წარდგნენ სტუმრების წინაშე. წარმოდგენილ იქნა აღმზრდელთა ძალისხმევითა და აღსაზრდელთა მონაწილეობით დადგმული წარმოდგენები, თემაზე-საბავშვო ბაღიდან სასკოლო ცხოვრებისკენ.

118826151ღონისძიების დასასრულს კურთხევის სიტყვით გამოვიდა მღვდელი თადეოსი. არქიმანდრიტმა კირაკოსმა დამსწრეები დალოცა, დააფასა საბავშვო ბაღის გამგის, ნარინე ტერ-მკრტჩიანის, აღმზრდელების სიუზი ნორვარდიანის, ლუსინე ჰოვანისიანისა და ქორეოგრაფ ქნარიკ ქურდოღლიანის თავდადება ბავშვთა აღზრდის საქმისადმი. არქიმანდრიტმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ მშობლებს, ვინც ყოველდღიურად სხვადასხვა თემიდან თავიანთ შვილებს აღზრდა-განათლებისა და ესთეტიკური განვითარების მიზნით არაგოვას „ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღში ატარებენ. ამის შემდეგ ეპარქიის წინამძღვრის კურთხევითა და მის მიერ საბავშვო ბაღის 11 აღსაზრდელს ბაღის გამოსაშვები სერტიფიკატები, ხატები და ჯვრები გადაეცათ.

ღონისძიების დასასრულს სოფლის ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზება გაეწია შესაწირით გამასპინძლებას. ხოლო, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და აღსაზრდელთა მშობლები ბავშვებს სადღესასწაულო ტორტით გაუმასპინძლდნენ. მშობლებმა მადლიერების ნიშნად აღმზრდელებს ყვავილები მიართვეს.

სოფ. არაგოვას „სურბ გევორგ“ ეკლესიასთან „ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღი 2008 წლიდან მოყოლებული ფუნქციონირებს. ამჟამად ადგილზე ცეკვა-სიმღერას და ლექსებს სწავლობს, სასულიერო აღზრდასა და სკოლამდელ განათლებას იღებს როგორც სოფ. არაგოვას ასევე მიმდებარე სოფლებიდან- გომანი, კორხი, თოთხამი მოსული 25 აღსაზრდელი.

საბავშვო ბაღი ახალი სასწავლო წლისათვის ემზადება.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են