Материалы

სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული აღინიშნა თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში

2020 წლის 26 სექტემბერს, სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაულის დღეს სადღესასწაულო განწყობა იყო მხედართმთავრის სახელობის თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში. მრევლი ამ ყოვლისშემძლე ტაძარში სალოცავად და მამაცი მებრძოლის, სურბ გევორგისაგან კურთხევისა და შემწეობის მისაღებად იყო მოსული.

ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა აღავლინა.

საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას, მწირველმა მღვდელმა დღის საიდუმლოზე- მამაცი მხედართმთავრის ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ერთგულებასა და მოწამეობაზე იქადაგა. ხაზი გაუსვა, მორწმუნეთა სიყვარულს წმინდანისადმი, რომლის სახელობის ეკლესიები საუკუნეების მანძილზე შენდებოდა, მათ შორის გარდა ,,სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრისა არის ასევე „მუღნუ სურბ გევორგ“ („მუღნუ მეწ“) ეკლესიაც.

სულიერმა მამამ გევორგ მხედართმთავრის ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ერთგულება სომეხ ხალხს შეადარა, ვინც ისტორიის მანძილზე უამრავი განსაცდელი გამოიარა, სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა გამართა და დარჩა ერთგული საკუთარი რელიგიისა და საკუთარი ეროვნებისადმი, დაიცვა და შეინარჩუნა თავისი სამშობლო.

120270964თბილისის ,,სურბ გევორგ“ ტაძარი იმ სანუკვარ ტაძართაგან ერთია, სადაც წმინდანის წმინდა ნაწილი ინახება, რომელიც დღესასწაულთან დაკავშირებით იქნა გამობრძანებული. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, მორწმუნეებს შესაძლებლობა მიეცათ მიახლოებოდნენ და მთხვეოდნენ მამაცი წმინდანის წმინდა ნაწილს.

ხალხისათვის საყვარელი წმინდანის დღესასწაულს ასევე სახალხო დატვირთვაც ჰქონდა.

წინამძღვრის ნაცვლის მიერ იკურთხა და დამსწრეებს დაურიგდა სურბ გევორგ დღესასწაულთან დაკავშირებით მორწმუნეთა მიერ გაკეთებული შესაწირი. ეკლესიის მოყვარე ქალთა კავშირის ინიციატივითა და ჯვრის ნათლია იური ერემიანის მხარდაჭერით ორგანიზებულ იქნა ტორტით და სხვადასხვა ნამცხვრით გამასპინძლება.

სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში. საეკლესიო რიტუალი შესრულდა და სახალხო სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა განსაკუთრებით წმინდანის სახელობის ეკლესიებში.

აქვე დავძენთ, რომ ,,სურბ გევორგ“-ის ტაძარი თბილისის უძველეს ეკლესიათაგან ერთ-ერთია. იგი აშენდა მე-13 საუკუნეში და იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი სომხური სასულიერო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი. 2015 წელს სრულიად განახლებით (ფონდ IDeA-სა და სხვა ქველმოქმედების სახსრებით) ,,სურბ გევორგ“ ტაძარი (ან ციხის დიდი ტაძარი), ეპარქიის საკათედრო ტაძრად ყოფნით, აგრძელებს საქართველოს სომხების თავის გარშემო გაერთიანებას.

სურბ გევორგ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են