მხარდაჭერის ლოცვა თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში
2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის „სურბ გევორგ“ მთვარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, არცახში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდის წესი შესრულდა. პანაშვიდის წესის აღსრულებისას მუხლებზე დაჩოქილმა სასულიერო დასმა ლოცვა აღავლინა და უფალს სომხეთსა და არცახში მშვიდობა, არცახისა და სამშობლოს დამცველთა მხარდაჭერა სთხოვა.
ლოცვის დასასრულს არქიმანდრიტმა კირაკოსმა თავის კურთხევის სიტყვაში ისაუბრა ომის დიდ უბედურებაში მყოფ არცახზე, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ სომხურ დიასპორასთან ერთად საქართველოს სომეხი მოსახლეობის მიერ შემოწირულობით და ჰუმანიტარული დახმარებით არცახის მხარდაჭერაზე.
ეპარქიის წინამძღვარმა ხაზი გაუსვა ასევე არცახის თავისუფლებისათვის მიმდინარე ომში დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების დახმარების ფონდში საქართველოს სომეხი მოსახლეობის მონაწილეობის მზადყოფნას, რომელიც თითოეული სომეხის სულისა და გულის გამოძახილი უნდა იყოს.
ეპარქიის წინამძღვარმა საკუთარი სიტყვა თურქულ-აზერბაიჯანული დაჯგუფებების მიერ განვითარებულ ამ სასტიკ ომში არცახის გამარჯვების სურვილითა და რწმენით დაასრულა.