Материалы

დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდის წესი

ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის განკარგულებით, 2020 წლის 20 დეკემბერს, სომხურ ეკლესიებში საკვირაო წირვა-ლოცვის დასასრულს არცახის ომში დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდის წესი შესრულდა.

თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარშიც წაკითხულ იქნა ლოცვა- „უფალო შეგვიწყალენ“ (სომხ. „ტერ ვოღორმია“) და დაინთო ხსოვნის სანთლები. ტაძარში პანაშვიდის წესი საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის თავმჯდომარეობით, სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით შესრულა.

რიტუალის დასასრულს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, არქიმანდრიტმა კირაკოსმა პატივი მიაგო იმ ათასობით ჯარისკაცის, ოფიცრის, მეთაურის ხსოვნას, ვინც უთანასწორო ბრძოლებში შეგნებულად გაწირა თავი სამშობლოს დასაცავად. არქიმანდრიტმა, ხაზი გაუსვა დედა სამშობლოსათვის მეტად მძიმე დღეებში მთელს მსოფლიოში მცხოვრებ სომეხთა როლს- ერთიანობას, არცახის და სომხეთისათვის აღმოჩენილ საყოველთაო მხარდაჭერაში.

ყოვლადუსამღვდელოესმა არქიმანდრიტმა, საქართველოში მცხოვრებ სომხებს მოუწოდა გააგრძელონ მხარდაჭერა და მოკრძალებული შემოწირულობებითა და ყოველთვიური გადარიცხვებით ჩაერთონ ჯარისკაცთა გრძელვადიანი დაზღვევის მიზნობრივი ფონდის საქმიანობაში, იმ ოჯახების არსებობის მხარდასაჭერად, ვინც დაკარგა, შვილი, მეუღლე, მამა, დაჭრილ და დაინვალიდებულ იმ სომეხთა მხარდასაჭერად, ვისაც ამჟამად გრძელვადიანი მკურნალობა ესაჭიროება.

ეპარქიის წინამძღვარმა საკუთარი სიტყვა მსოფლიოში მშვიდობის, ხოლო ხალხისათვის ჯანმრთელობის სურვილით დაასრულა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ტაძრებში არცახისა და დედა სამშობლოს საზღვრების დასაცავად დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდის წესი შესრულდა.

სურბ გევორგ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են