Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო ,,თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ ალბომის პრეზენტაციაში

2021 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი პუბლიკაციის ,,თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით" პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების და საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებას თავის კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა, ღირს მღვდელ სამველ თოროსიანთან ერთად.

პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა ახალი გამოცემის უნიკალურობას, რადგანაც იგი პირველად, აერთიანებს საქართველოს დედაქალაქში არსებული საკულტო ნაგებობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, სამეცნიერო თვალსაზრისითაც. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით თბილისის მოსახლეობა 1 მლნ. 108 717 ადამიანს შეადგენს, აქედან, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის მიმდევარია 29. 368 ადამიანი, ანუ მოსახლეობის 2,65 %. თბილისში მოქმედი სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ტაძრებია: „სურბ გევორგ“ მთავარი საკათედრო ტაძარი და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესია.

სიტყვით გამოვიდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი,  საქართველოს პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი და დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე.

ფოტოალბომი „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ კარგი საჩუქარი იქნება რელიგიის სფეროს სპეციალისტებისთვის, ამ თემით დაინტერესებული პირებისთვის და ტურისტებისთვის.

242164114 2543363679130689 4714347627797221759 N

242112410 2543364275797296 2640153582678634071 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են