Материалы

ორიგინალური წინასაახალწლო ღონისძიება ახალქალაქში

ჯავახეთში, რეგიონში სადაც საქარველოს სომეხი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობს, 2021 წლის წინასაახალწლო ტრადიციული სამზადისი და საშობაო განწყობა ჩვეულ ელფერს არ ატარებდა. ამ რეგიონის მოსახლეობაც იმ ტკივილს მოეცვა, რომელიც თავს დაატყდა ისტორიულ სამშობლოს. მოსახლეობა უთანასწორო და უმოწყალო ომში დაღუპული ათასობით ახალგაზრდის დაკარგვის მწუხარებას გლოვობდა, რომელთა შორის იყვნენ ასევე ჯავახეთის მიწა-წყლის გმირი ბიჭებიც.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილისა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდბელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ინიციატივით, ორგანიზებულ იქნა ახალი წლის შემაჯამებელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაულის შთამაგონებელი ღონისძიება- სასიამოვნო შეხვედრა, სახელწოდებით- „ჩვენ“, რომელიც გახდა სიკეთის გამარჯვების და ერთმანეთისათვის სიყვარულისა და მეგობრობის გაზიარების აპოლოგეტი.

2020 წლის 31 დეკემბერს, მიტროპოლიტის სამუზეუმო კომპლექსის გალერეაში გაიხსნა სომეხი ფერმწერის ჰაიკ მელიქიანისა და საქართველოში მცხოვრები სხვა სომეხი ეროვნების მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ასევე ნაჩვენები იქნა ცნობილი კინორეჟისორის არტავაზდ ფელეშიანის დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით- „ჩვენ“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები.

ღონისძიება მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა გახსნა და ქრისტიანული სწავლების ერთმანეთის სიყვარულის იდეაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა სიყვარულს, როგორც მსოფლიოსა და კაცობრიობის დღეგრძელობის ქვაკუთხედს, კაცობრიობის გაერთიანების ამოცანის მატარებელ გრძნობას, რომელსაც საფუძველს ჩვენ - ყველანი ერთად ვუქმნით. მიტროპოლიტმა მაღალი შეფასება მისცა ცნობილი კინორეჟისორის- არტავაზდ ფელეშიანის სომეხი ხალხისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის- „ჩვენ“ იდეას, აღნიშნა, რომ დღეს ეს „ჩვენ“- მსოფლიოში გაფანტული სომხები არიან, რომლის ნაწილიც არის ჯავახეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოსახლეობაც. ერისა და ხალხის უკვდავების დამამტკიცებელი, მძიმე დღეების წარმავლობისა და დროებითობის დამასაბუთებელი ღრმა შინაარსის მატარებელი ფილმის ჩვენების მიზანს- წინასაახალწლოდ ყველგან დადებითის აღქმის გარკვეული განწყობის შექმნა წარმოადგენს,- აღნიშნა თავის სიტყვაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა.

დამსწრეებს მიესალმა ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი და მათ უსურვა, რომ 2021 წელი ორი ქრისტიანული ქვეყნისათვის იყოს მშვიდობის, დედამიწაზე გავრცელებულ პანდემიაზე გამარჯვების, წინსვლისა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებების მომტანი წელიწადი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დალოცა ღონისძიების დამსწრეები, დაფასების სიტყვაში აღნიშნა, რომ შობა სომეხი ქრისტიანებისთვის მარხვის პერიოდია და იგი არა მხოლოდ წვეულებებისა და მხიარულების, არამედ ქვეყნის მშვიდობის, დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი, ოჯახების წარმატებისათვის ლოცვის პერიოდიცაა. ქრისტიანებისთვის ქრისტეშობა ნამდვილი დღესასწაულია, რომელსაც თან მოაქვს იმედი, ნათელი და ღვთისმოსაობა- ვიცხოვროთ რწმენით, წმინდა ეკლესიით და ერთმანეთისადმი სიყვარულით. არქიმანდრიტმა დამსწრეებს წინასწარ მიულოცა ჩვენი იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული.

ახალი წლისადმი მიძღვნილმა მოკრძალებულმა ღონისძიებამ წინსვლისა და წარმატებების სურვილებით, შექმნა ახალი- 2021 წლის იმედიანი მოლოდინის განწყობა.

135586964

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են