თბილისის სომხური ეკლესიების სასულიერო დასის კრება
2021 წლის 12 იანვარს, თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის ეკლესიებში მსახურ სასულიერო პირთა და დიაკვანთა საერთო კრება, რომელიც საუფლო ლოცვით გაიხსნა. სასულიერო დასის კრებას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობდა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დეტალურად ისაუბრა 2021 წლის პროგრამებზე, რომელიც მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის მითითებებით მოწოდებულია ეროვნული და საეკლესიო დღესასწაულების სათანადოდ აღნიშვნისთვის. ეპარქიის თბილისის ეკლესიების პროგრამების ძირითადი ხედვა მდგომარეობს ქრისტიანული სიყვარულით თბილისელი სომხების ეკლესიის ირგვლივ გაერთიანების, სომხური იდენტობის შენარჩუნების იდეის გავრცელების, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ წმიდა ეკლესიასა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში.
კრებაზე დამსწრე სასულიერო პირებმა წარმოადგინეს სურბ სარგისის, ვარდანანცის, ტეარნნდარაჯის (მირქმის), ბარეკენდანისა და სხვა დამდეგი დღესასწაულების მასობრივი ორგანიზების ხედვა, ასევე ისაუბრეს ადამიანებისათვის ჰუმანიტარული მხარდაჭერის აღმოჩენის და ქველმოქმედების საკითხზე, რომელსაც უწყვეტი სახე აქვს.
სასულიერო პირთა კრება დამცავი ლოცვით დასრულდა.