Материалы

წმინდა ვარდანანც დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში

2021 წლის 11 თებერვალს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ წმინდა ვარდანანც მხედართმთავრების- ვარდან მამიკონიანის და 1036 მოწამის ხსენების დღე აღნიშნა.

თბილისის “სურბ გევორგ” მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა, ვირაპ ღაზარიანმა. მწირველმა მღვდელმა და სასულიერო მსახურებმა ილოცეს მთავარი საკათედრო ტაძრის წმინდა ვარდანანცის სახელობის საკურთხეველში. მწირველმა მღვდელმა სათანადოდ იქადაგა გმირი მხედართმთავრების და მათი თანამებრძოლების შესახებ, რომლებიც მთელს ერთან ერთად იბრძოდნენ რწმენისა და სამშობლოსათვის. მოუწოდა, რომ უკვდავი გმირების ხსოვნით გაძლიერდნენ, აღივსონ მათი პატრიოტიზმით, რწმენისათვის თავდადებით და მზად იყვნენ თავგანწირვისთვის- სამშობლოს დაცვის და რწმენისათვის თავდადებით.

148524095მღვდელმა ისაუბრა ავარაირის ბრძოლისა და არცახის 44 დღიანი ომის გმირებზე, რომლებიც დაეცნენ სამშობლოს დაცვაში, რომელთა სამარადისო ხსოვნა გვექნება ნიშნად მათი მორალური გამარჯვებისა.საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას სასულიერო დასის მონაწილეობით შესრულდა პანაშვიდის წესი- „სომეხი ერის მიცვალებულთა მოსახსენიელებლად“.

წმიდა ვარდანანცის დღესასწაული ასევე სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის, გარეგინ მეორის სახელობითი დღეა. ამასთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიის დასასრულს საპატრიარქო ლოცვა შესრულდა. ერთობლივი ლოცვა აღავლინეს სრულიად სომეხთა კათოლიკოსის სიმტკიცისა და გაბრწყინებისთვის, უწმინდესისა და უნეტარესის დღეგრძელობისა და ნაყოფიერი კათოლიკოსობისთვის.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს დამსწრეები დალოცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა. ვარდანანც დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრით- “გაუცნობიერებელი სიკვდილი სიკვდილია, გაცნობიერებული სიკვდილი კი უკვდავება”. (სო. ეღიშე, მე-5 საუკუნე), არქიმანდრიტმა კირაკოსმა დამსწრეებს მოუწოდა იცხოვრონ ვარდან მამიკონიანისა და მისი უშიშარი ჯარისკაცების გმირული სულისკვეთებით, პატრიოტიზმით და წმინდანთა მფარველობით შექმნან მომავალი, იყვნენ ერთიანები და ამ ერთიანობით შეძლონ ერთი შეხედვით შეუძლებელი სამშობლოსათვის, რწმენისა და ერისათვის. არქიმანდრიტმა ყველა ვარდანს მიულოცა მათი სახელობის დღესასწაული და უსურვა, რომ ყოფილიყვნენ ვარდანანცის შთამომავლები- მათნაირი პატიოსანი და მამაცი მამულიშვილები.

წმინდა ვარდანანც დღესასწაული საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში.

1

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են