Материалы

ტიარნინდარაჯის (მირქმის) წინასადღესასწაულო ცერემონიალი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში

ტიარნინდარაჯი (მირქმა) სომეხი ხალხის ერთ-ერთი საყვარელი საუფლო დღესასწაულია, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში საეკლესიო წესებითა და ხალხური რიტუალებით აღინიშნა.

დღესასწაულის აღნიშვნა 2021 წლის 13 თებერვალს, ეპარქიის ეკლესიებში ჩატარებული წინასადღესასწაულო ღვთისმსახურებებით დაიწყო. ტიარნინდარაჯის (მირქმის) დღესასწაული თბილისში აღინიშნა, როგორც „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში, ასევე ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაშიც.

“სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში, წინასადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთანმა. ნეტარი გალობების თანხლებით მრევლი ისმენდა ყოვლადწმიდა მარიამის მიერ 40 დღის იესოს ტაძრად მიყვანის დღესასწაულის მნიშვნელობას. საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობითა და სასულიერო დასის მონაწილეობით შესრულდა კერის კურთხევის რიტუალი- იკურთხა სამყაროს ოთხი მხარე. ამის შემდეგ აინთო სანთლები- ქრისტეს ნათლის სიმბოლოდ. შეკრებილი მრევლი დალოცა და მათ სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. არქიმანდრიტმა მშვიდობა უსურვა საქართველოსა და სომხეთს, ასევე არცახს, მრევლს მოუწოდა დაიცვან ტრადიციული და საეკლესიო დღესასწაულები, იყვნენ გაერთიანებული სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ირგვლივ, შეინარჩუნონ ეროვნული და სულიერი ფასეულობები და გადასცენ იგი შთამომავლობას.

2ტიარნინდარაჯის (მირქმის) დღესასწაული ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა, უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ ახალდაქორწინებულთა კურთხევის დღედ გამოაცხადა. დღესასწაულის აღსანიშნავად და ჩვენი უფლის კურთხევის მიღების სანუკვარი სურვილით ეკლესიაში იყვნენ მისულები ის წყვილები, რომლებმაც ჯვარი უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე დაიწერეს. სულიერმა მოძღვრებმა წყვილების ქორწინება აკურთხეს, მრავალი შვილითა და ახლობლით გარშემორტყმული ხანგრძლივი, ბედნიერი და მშვიდობიანი ოჯახური თანაცხოვრება უსურვეს და ახალდაქორწინებულებს სანთლები და ხატები დაურიგეს.

სამშობლოდან შორს ეროვნული სახით წარმოჩენის, ეროვნული და საეკლესიო ტრადიციების დაცვისა და თაობებისათვის გადაცემის მნიშვნელობის ხაზგასმით, ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიაზე აინთო ტრნდეზის კოცონი, რომელმაც სადღესასწაულო განწყობა გააორმაგა.

საქართველოს დედაქალაქის მეიდნის და ავლაბრის რაიონებში მდებარე სომხური ეკლესიების სასულიერო მსახურთა ინიციატივითა და ჯვრის ნათლიების- იური ერემიანის და გრიგორ ნალბანდიანის მხარდაჭერით ორგანიზებულ იქნა ახალდაქორწინებულ წყვილთა გამასპინძლება.

ტიარნინდარაჯის (მირქმის) დღესასწაული დიდი ზარზეიმით აღინიშნა სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, ბათუმისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის სხვა ეკლესიებში. 14 თებერვალს, დღეს, რომელსაც წელს ძირითადი ბარეკენდანის დღესასწაულიც დაემთხვა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ტაძრებში ტიარნინდარაჯის (მირქმის) და ძირითადი ბარეკენდანის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება.

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են