ჰოვანეს თუმანიანის საფლავის ყვავილებით შემკობა
2021 წლის 19 თებერვალს, თბილისელი სომეხი საზოგადოება უმცროს-უფროსიანად, გაემართა სომეხ დიდებულთა პანთეონისაკენ, სადაც დაკრძალულია დიდი ლორელი. ეს სომეხი საზოგადოების დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულება და პატივის მიგებაა დიდი სახალხო მწერლის, ჰოვანეს თუმანიანისა და მისი ხსოვნისადმი. ყოველთა სომეხთა პოეტის დაბადების დღეს სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის ხოჯივანქის პანთეონს ეწვივნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში-რუბენ სადოიანი და საელჩოს დიპლომატები. დამსწრეებს შორის იყო ინტელიგენცია, იყვნენ პროზაიკოსები და პოეტები, მთარგმნელები და ჟურნალისტები, ლიტერატურათმცოდნეები, კულტურის და საზოგადო მოღვაწეები, რომლებმაც ყვავილებით შეამკეს დიდი პოეტისა და იქ განსვენებული ღირსეული მამულიშვილების საფლავები.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით შესრულდა პანაშვიდის წესი.
არქიმანდრიტი სიტყვით გამოვიდა ჰოვანეს თუმანიანისა და პანთეონში განსვენებული სხვა ღირსეული მამულიშვილების ხსოვნისა და ამ ეროვნული ძეგლის პატივისცემისა და დიდების შენარჩუნების თხოვნით. ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა დიდი პოეტის საზოგადოებრივ საქმიანობაზე, მისი ნამუშევრების მუდმივ აქტუალურობაზე, ცნობილი ლორელის უკვდავ პიროვნებასა და სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრობის განმტკიცებისა და გაღრმავების კუთხით გადადგმულ მის ნაბიჯებზე. არქიმანდრიტმა ხაზი გაუსვა სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში განსვენებულ დიდებულთა ხსოვნის შენარჩუნებისა და თაობებისათვის გადაცემის საქმეში თბილისელი სომეხი საზოგადოების უპირობო ვალდებულებას.
თუმანიანის საფლავთან სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს, თუმანიანის პატრიოტული, ეროვნული, ხალხური სულისკვეთების მატარებელ კეთილისა და ლამაზის გამარჯვების იდეისადმი მიძღვნილ მკითხველისათვის ახლობელ ნამუშევრებზე მათ დამრიგებლურ ხასიათსა და მუდამ თანამედროვე სიბრძნეზე.
წლების წინ, ცხონებული ლევონ ანანიანის ინიციატივით, ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღეს მოწყობილა ასევე წიგნების ჩუქება. თბილისელ სომეხ საზოგადოებაში ამ იდეის გავრცელება და დანერგვა ნაადრევად გარდაცვლილი პოეტისა და მთარგმნელის, ანაჰიტ ბოსტანჯიანის სახელს უკავშირდება. ლამაზი ტრადიცია არც ამ წელს დაირღვა. ჰოვანეს თუმანიანის საფლავზე დაწყობილი იყო სხვადასხვა ენაზე დაწერილი მრავალფეროვანი ჟანრის წიგნები, რომელიც დამსწრეებმა პანთეონიდან ლამაზ მოგონებად თან გაიყოლეს.