Материалы

სერგო ფარაჯანოვის ბროწეული ხე, სახელად- „ბაია“

2021 წლის 17 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო-კულტურული ცენტრის, თბილისის ბოტანიკური ბაღისა და რეჟისორის ხოსე მაჯინერიის ინიციატივით, თბილისში გაიმართა სახელგანთქმული რეჟისორის, ღირსეული სომეხის სერგო ფარაჯანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი სასიამოვნო და სიმბოლური ღონისძიება. აღნიშნული ნიჭიერი კინორეჟისორის საყვარელი ბროწეულის ხეა, რომლის ნერგმაც საზეიმოდ დაიმკვიდრა ადგილი თბილისის ბოტანიკურ ბაღში, საქართველოში იტალიის საელჩოს ინიციატივით იშვიათი ნერგებით შექმნილი იტალიელი დრამატურგის, ტონინო გუერას სახელობის ხეივანში.

ღონისძიების ჩატარების დღე შემთხვევით არ შერჩეულა. 16 მარტს, დიდი დრამატურგის დაბადების დღეა, ხოლო 17 მარტი გახდა სომეხი და იტალიელი ცნობილი რეჟისორების ერთმანეთთან დამაკავშირებელი მეგობრობის, შემოქმედებითი კავშირების განმამტკიცებელი.

კორონავირუსული პანდემიით მოცულ თანამედროვე ეპოქაში ამ გამორჩეულ და ლამაზ ღონისძიებას სიყვარულითა და სითბოთი თბილისის ბოტანიკურ ბაღში შეეკრიბა სომეხი და ქართველი ხელოვნების მოყვარე საზოგადოების წარმომადგენლები, ისინი ვისთვისაც მეგობრობა ძვირფასი და პატივსაცემია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, მერიის თანამშრომლები, საჯარო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელოვნების მოყვარე საზოგადოების წევრები.

ღონისძიებას ქვემო ქართლის რეგიონის სულიერ მოძღვართან, მის ყოვლადუსამღვდელოესობა, ვარდაპეტ ზავენ იაზიჩიანთან ერთად ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი.

ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე, ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა გიორგი თარხნიშვილმა ტონინო გუერას სახელობის ხეივნის სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობის სიმბოლოთი, დიდი ხელოვანის-სერგო ფარაჯანოვის ხსოვნით გამდიდრებისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიას, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლებს, სომეხი და ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებს, საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებსა და მომღერლებს.

„ოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო-კულტურული ცენტრის თანამშრომელმა, გოჰარ მხითარიან-მაზმანიანმა, სიყვარულის, სილამაზისა და ხალხთა მეგობრობის ოჯახ თბილისზე საუბრისას, ხაზი გაუსვა დედაქალაქის ხელოვნებით, სილამაზითა და სიყვარულით გაჯერების საქმეში სახელგანთქმული სომხების საიათნოვას, ოვანეს თუმანიანის, სერგო ფარაჯანოვისა და სხვათა შეუქცევად და უდავო როლს, ყურადღება გაამახვილა საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონზე“, „ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმსა“ და სერგო ფარაჯანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ ბროწეულის ხის დარგვის ცერემონიაზე.

ღონისძიებას დაესწრნენ და საინტერესო სიტყვით გამოვიდნენ „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, პოეტები- გიორგი ბოჭორიშვილი, გარი ღალამქაროვი, არტემ გრიგორენცი, ნანა ნიკოლაძე და მსახიობი ჰენრიხ პეტროსიანი.

უნდა აღინიშნოს, რომ ხოსე მაჯინერიის წინადადებით, თითოეულ ბროწეულის ხეს, რომლის ნერგებიც თავად რეჟისორს საკუთარ სახლში ბროწეულის მარცვლებიდან გამოჰყავს, დაერქმევა ფარაჯანოვისა და მისი ფილმების მსახიობების სახელები- „ბაია“, „სოფიკო“, „ლელა“, „გაიანე“ და სხვ. . . .

გადაწყდა, რომ თბილისში სერგო ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმი გაიხსნას, ერთ-ერთ ქუჩას ნიჭიერი რეჟისორის სახელი დაერქვას და ყოველწლიურად 17 მარტს ბოტანიკური ბაღის ტონინო გუერას ხეივანში სერგო ფარაჯანოვის მოსაგონად და პატივსაცემლად შეიკრიბოს საზოგადოება.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են