Материалы

სერგო ფარაჯანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბროწეულის ხის ნერგი, სახელად- „გაიანე“, ხოჯივანქის პანთეონში

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ბზობის დღესასწაული კიდევ ერთი სასიამოვნო მოვლენით აღინიშნა. საეკლესიო დღესასწაულის რიტუალური ცერემონიებს შემდეგ დღესასწაული თბილისის ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გაგრძელდა. ღონისძიება ეძღვნებოდა ნიჭიერი კინორეჟსორის სერგო ფარაჯანოვის ხსოვნას- ერთ-ერთი მისი მუზის, გაიანე ხაჩატრიანის სახელობის ბროწეულის ხის ნერგის დარგვას.

ღონისძიების ინიციატორი რეჟისორი ხოსე მაჯინერეა. განხორციელდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო და კულტურული ცენტრის და „ვრასტან“ გაზეთის რედაქციის თანამშრომელთა მონაწილეობით.  ღონისძიებას ესწრებოდნენ სომეხი და ქართველი კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ისინი ვინც იცნობდნენ სერგო ფარაჯანოვს და აფასებენ მის შემოქმედებას.

2021 წლის 28 მარტს, ხალხმრავალ სომხურ პანთეონში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით და ქვემო ქართლის რეგიონის სოფ. წითელსოფლის (კარმირის) და დ. შაუმიანის  სულიერი მოძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის არქიმანდრიტ ზავენ იაზიჩიანის მონაწილეობით აღევლინა პანაშვიდი.

აღსანიშნავია, რომ თავისი შემოქმედებით სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობის ქომაგის- სერგო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილმა ბროწეულის ნარგავმა  რეალობად აქცია ეს სიყვარული და მეგობრობა. ბროწეულის ხის ნარგავს დაეყარა ერევნის კომიტასის სახელობის პანთეონიდან მოტანილი მიწა, სადაც განისვენებს სერგო ფარაჯანოვი. პანდემიის პირობებში მიწის ჩამოტან „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორის, ვან ბაიბურთიანისა და სომეხი მამულიშვილების რაფაელ და გაგიკ აღაჯანიანების ძალისხმევით მოხერხდა.

კიდევ ერთხელ გაჟღერდა ორი ხალხის მეგობრობის სადიდებელი გამოსვლები, დამსწრეებმა წაიკითხეს ლექსები სომხურ, ქართულ და რუსულ  ენებზე. საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფებისა და მსახიობ-შემსრულებლების მონაწილეობით გაჟღერდა დუდუკისა და დოლის სულში ჩამწვდომი მელოდიები, საიათნოვას შემოქმედება და მგოსნური სიმღერები.

დამსწრე საზოგადოებამ სიამოვნებით მიიღო თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლის, არმენ ბაიანდურიანის შემოთავაზება პანთეონში სერგო ფარაჯანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმბოლური ძეგლის დადგმის შესახებ.

პოეტმა ლევან ცალუღელაშვილმა ამ დღესთან დაკავშირებით ეპარქიას ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი ფერწერული ნამუშევარი გადასცა, ხოლო ქართველმა პოეტმა გიორგი ბოჭორიშვილმა, ქართული ღვინით გაუმასპინძლდა დამსწრე საზოგადოებას, როგორც ორ ხალხს შორის მეგობრობის სიმბოლო.

166183390

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են