Материалы

თბილისში ამაღლების დღესასწაული აღინიშნა

2021 წლის 13 მაისს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაული აღნიშნა. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიისათვის დღესასწაულს ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგანაც ამაღლების დღესასწაულთან ერთად სომხური ეკლესია 1441 წელს სომეხთა საპატრიარქოს სის ქალაქიდან ვაღარშაპატში გადატანას იხსენებს. ამაღლების დღესასწაული ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის უმაღლესი განკარგულებით წმ. ეჯმიაწინის მომლოცველობის დღედ გამოცხადდა. დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში საღმრთო ლიტურგიითა და სახალხო ზეიმით აღინიშნა.

თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქვემო ქართლის სოფ. წითელსოფლისა და დაბა შაუმიანის სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა ზავენ იაზიჩიანმა. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდა აშშ-ს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის დასავლეთ ეპარქიის ღირსი მღდელი, ნარეკ მატარიანი.

186218011საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას, მწირველმა წმინდა მამამ  ქადაგებაში ამაღლების დღესასწაულზე ისაუბრა- ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა. ამ დროის მანძილზე იესო ქადაგებდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა მოწაფეებს, ხოლო უკანასკნელ გამოცხადებაზე დალოცა და დამოძღვრა ისინი, რის შემდეგაც იესო ზეცად ამაღლდა.

მწირველმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საუკუნეების მანძილზე ნელ-ნელა სვლის შედეგად მთავარი საკათედრო მივიდა იქ სადაც ხალხია, და საბოლოოდ მე-15 საუკუნეში, 1441 წელს, ამაღლების დღესასწაულზე, ყოველთა სომეხთა საკათოლიკოსო გადავიდა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში და ეს გახდა საკათოლიკოსოს სისიდან წმ. ეჯმიაწინში გადატანის ისტორიული მოვლენა. 

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით და სულიერ მსახურთა მონაწილეობით შესრულდა საპატრიარქო ლოცვა. ცერემონიის მიმდინარეობისას სასულიერო დასმა და დამსწრე მორწმუნეებმა უფლისადმი ლოცვა აღავლინეს მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის და ყოველთა სომეხთა საპატრიარქოს სიმტკიცის და გაბრწყინებისთვის.

იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაულს, რომელსაც სახალხო ზეიმი სახელწოდებით- „ჯანგიულუმი“ ახლავს თან კორონავირუსული პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო არ ჰქონდა ის ბრწყინვალება, რასაც ტრადიციულად თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში გამართვისას ატარებს. ამაღლების დღესასწაულზე, სადღესასწაულო და სახალხო ტრადიციის ნიშნად, ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის გვირგვინებში გამოწყობილი აღსაზრდელების საღმრთო ლიტურგიაზე ყოფნამ, წლევანდელ დღესასწაულს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.

ამაღლების ზეიმი, რომელიც სომეხი ხალხისათვის ერთ-ერთი ძვირფასი დღესასწაულია ასევე გაზაფხულის სილამაზის გამოღვიძების მაუწყებელი გახდა.

185768030

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2021 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են