Материалы

მეორე ბზობის დღესასწაული თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში

2021 წლის 16 მაისს, თბილისში, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საზეიმოდ აღინიშნა მეორე ბზობა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ამ პერიოდში თბილისში სტუმრად მყოფმა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის აშშ-ის დასავლეთ ეპარქიის ღირსმა დეკანოზმა ნარეკ მატარიანმა.

საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას მწირველმა მღვდელმა ქადაგება ეპარქიის წინამძღვრისადმი მიმართული სამადლობელო სიტყვით დაიწყო, ვისი კურთხევითაც მას ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“-ის სახელობის უძველეს და ულამაზესი ტრადიციებით მდიდარ ეკლესიაში დამსწრე მორწმუნეებთან ერთად საღმრთო ლიტურგიის ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდა.

ღირსმა დეკანოზმა ნარეკმა სათანადოდ იქადაგა დღის მნიშვნელობაზე- იმაზე, რომ იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაულის შემდეგ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია მეორე ბზობას აღნიშნავს. ბზობის დღესასწაული იხსენებს იესო ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში, როდესაც ხალხი მაცხოვარს დიდებით და სიხარულით ეგებებოდა და პალმის ტოტებს უგებდნენ ფეხქვეშ. მეორე ბზობა კი უკვე ზეცად ამაღლებული იესო ქრისტეს ზეციურ იერუსალიმში შესვლას იხსენებს, როდესაც მას სიხარულით შეეგებნენ ანგელოზნი.

დეკანოზმა ნარეკმა ქადაგება დამსწრეთადმი მიმართული მოწოდებით დაასრულა. აღნიშნა, რომ რწმენის დიდი ძალით, ქრისტეს დიდებითა და მისადმი ლოცვებით მრევლმა მტკიცედ შეინარჩუნოს რწმენა, გამოიჩინოს უფლისა და მაცხოვრისადმი ერთგულება.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, სომხური ეკლესიის ერთგული მორწმუნის, ქალბატონი ნაირა მარკოსიანის მიერ ეკლესიის ეზოში შესაწირით გამასპინძლება გაიმართა.

187218281

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են