Материалы

გამოფენა - გაყიდვა; - მხარდაჭერა „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის აღდგენით სამუშაოებს

თბილისელმა სომხებმა თავიანთი სიყვარული და მოკრძალებული პატივისცემა სრულიად სომეხთა გამაერთიანებელი და სასწაულმოქმედი ძალის მქონე მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის მიმართ გამოხატეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, საკუთარი შემოწირულობებით დაარსებული, ავლაბარში მდებარე, „სურბ ეჯმიაწინ“-ის სახელობის ეკლესიის მშენებლობით. აღნიშნული ასევე სომეხი მორწმუნის უპირობო ერთგულების გამოხატულებაა წმინდა ტაძრის მიმართ.

ვაღარშაპატში (სომხეთის რესპუბლიკა) მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების საპასუხოდ, თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-​კურთხევითა და საპატიო წინამძღოლობით, 2021 წლის 25 ივნისს, „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა მხატვართა და მეთოჯინეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, რომლიდან შემოსული თანხა ეკლესიის აღდგენის ფონდს გადაერიცხება. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში მცხოვრები სომეხი ეროვნების ხელოვანთა დაახლ. სამ ათეულზე მეტი ნამუშევარი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა იმ უბედურებაზე, მძიმე დღეებსა და სირთულეებზე საუბრისას, რომელიც სომხეთს და არცახს 2020 წელს დაატყდა თავს, აღნიშნა და დამსწრეებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ უკვე რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარე დედა სამშობლოს წმინდა ტაძრის აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას და აუცილებლად შეიტანონ წვლილი ეკლესიის მშენებლობის საქმეში. 

ორი დღის განმავლობაში მიმდინარე გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა და ასევე შემოწირულობები გადაერიცხება „სურბ ეჯმიაწინ“ საქველმოქმედო ორგანიზაციას.

გამოფენა-გაყიდვის საორგანიზაციო ჯგუფის სახელით, ქ. რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის და რუსთავის სომხების სულიერმა მწყემსმა, ღირსმა მღვდელმა, ნარეკ კუშჩიანმა მადლიერება გამოთქვა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანლის ევგენია მარკოსიანის, კულტურის განყოფილების პასუხისმგებლის სურენ აბრამიანის, დუდუკის წრის ხელმძღვანლის ივანე მკრტჩიანის და საკუთარი ნამუშევრების შემომწირველი თითოეული მხატვრისა და მეთოჯინის მიმართ- საქველმოქმედო ხასიათის აღნიშნული ლამაზი ღონისძიების განხორციელებისათვის.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են