სოფელ ყაურმაში „ხაჩქარის“ (ქვაჯვარის) გახსნა და კურთხევა
2021 წლის 29 აგვისტოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში ჩატარდა ხაჩქარის გახსნის და კურთხევის წესი. ხაჩქარი, რომელსაც მემორიალური დატვირთვა აქვს, იკურთხა დღეგრძელობის, სიწმინდის და სიმტკიცის სიმბოლოდ.
ხაჩქარის გახსნის და კურთხევის წესი საზეიმო ვითარებაში ჩატარდა. სოფელში შეკრებილნი იყვნენ ნინოწმინდის მერის მოვალეობის შემსრულებელი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვაჰან აროიანი, ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის წარმომადგენელი სამველ მკოიანი და სხვა ოფიციალური პირები.
ხაჩქარი დაიდგა წარმოშობით ყაურმელი, ამჟამად რუსეთში მცხოვრები საიათ მკრტჩიანის ინიციატივითა და ქველმოქმედებით, ხაჩქარის მოქანდაკეა - არა ღარსლიანი. ქველმოქმედის სიტყვებით, ხაჩქარს სოფლის შენარჩუნების დატვირთვა აქვს, რომ იგი არ დაიცალოს და ხაჩქარი არ გახდეს მხოლოდ მემორიალური ძეგლი, არამედ მან სიცოცხლის სიმბოლური დატვირთვაც ატაროს.
ხაჩქარის კურთხევის წესი შესრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობითა და ნინოწმინდის სულიერი მოძღვრის ღირსი მღვდლის არმაშ პოღოსიანის მონაწილეობით.
ეპარქიის წინამძღვარმა დალოცა და მადლიერება გამოხატა ქველმოქმედის და მისი ოჯახის მიმართ. ხაზი გაუსვა წყაროს არსებობას, რომელიც სოფლის განახლების, განვითარების და სიცოცხლის სიმბოლოა.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო შეზღუდული იყო დამსწრეთა რაოდენობა, ადგილობრივებმა მაინც შეძლეს მადლიერების სიტყვებით დაეფასებინათ ქველმოქმედის ინიციატივა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი სოფელ ეშტიაში დაბადებული, ცნობილი პოეტის ვიკტორ ჰოვსეფიანის სახლ-მუზეუმს ეწვია და დალოცა ჰოვსეფიანის ოჯახის წევრები, რომლებიც წმინდად ინახავენ და მკითხველი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს ხდიან ცხონებული პოეტის ლიტერატურული მემკვიდრეობის ახალ-ახალ ნიმუშებს.