პანაშვიდის რიტუალი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში
2021 წლის 27 სექტემბერს არცახის სასტიკი ომიდან ერთი წელი შესრულდა. ამ დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით, ომის დაახლოებით 5 ათასი მსხვერპლის სულის სიმშვიდისათვის პანაშვიდის რიტუალი შესრულდა. ჩვენ, გადარჩენილებმა ომის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგება საკმევლის კმევითა და სანთლების დანთებით გამოვხატეთ.