Материалы

ბროწეულის კურთხევის რიტუალი თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში

2021 წლის 31 დეკემბერს, თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, შესრულდა მადლიერების ცერემონია და ბროწეულის კურთხევის რიტუალი.

რიტუალის მიმდინარეობისას, ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ მეორის უმაღლესი განკარგულებით, ახალი წლის დღეს ყველა მოქმედ სომხურ ეკლესიაში მადლიერების ცერემონიის შემდეგ ბროწეულის კურთხევის რიტუალით ძველი წლის დასრულებასა და ახალი წლის დაწყებაზე, სათანადოდ ისაუბრა რიტუალის მნიშვნელობაზე, პარალელი გაავლო ბროწეულის მარცვლებსა და დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს შორის, რომლებიც თითქოს ერთნაირები არიან, თუმცა მათგან არცერთი არ ჰგავს მეორეს. მათ ყველას რწმენა, იმედი და სიყვარული აერთიანებს. წმინდა მამამ დამსწრეებს მიულოცა დამდეგი 2022 წელი, ახალ წელს მშვიდობა, ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა მთელს მსოფლიოს და ხალხს.

არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, სასულიერო დასის მიერ შესრულებული საგალობლების ფონზე იკურთხა საკურთხეველზე დიდებულად დაბრძანებული ბროწეული, რომელიც დაურიგდა დამსწრეებს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ტაძრებში მადლიერების ლოცვით და ბროწეულის კურთხევით დასრულდა 2021 წლის რიტუალური ღონისძიებები და კეთილი სურვილებით დაიწყო ახალი - 2022 წელი.

1

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2022 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են