Материалы

სომეხი პოეტის ჟორა სნხჩიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი

2022 წლის 6 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ვიკარიუსის, არქიმანდრიტ ნშან ჰმაიაკიანის საპატიო წინამძღოლობით, სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით, ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 71 წლის ასაკში გარდაცვლილი სომეხი პოეტის, კავშირ „ვერნატუნის“ დამფუძნებლისა და გამგეობის თავმჯდომარის, ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის ჟორა სნხჩიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი შესრულდა.

პანაშვიდის წესის შესრულებისას ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა ისაუბრა ჟორა სნხჩიანის მიწიერი ცხოვრების გზაზე, რომელიც დატვირთული იყო შემოქმედებითი საქმიანობითა და სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეობით. ღირსმა მღვდელმა ლოცვა აღავლინა პოეტის სულის სიმშვიდისათვის.

მორწმუნეებმა სანთლები დაანთეს და პატივი მიაგეს ჟორა სნხჩიანის ხსოვნას.

კურთხეულ იყავ მართალთა ხსოვნით.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են