Материалы

ტეარნნდარაჯის (მირქმის) კოცონი აინთო საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში

2022 წლის 13 თებერვალს, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ  აღესრულა ტეარნნდარაჯის წინასადღესასწაულო ცერემონია, რომელიც მარიამ ღვთისმშობლის მიერ ორმოცი დღის იესოს ტაძრად მიყვანას უკავშირდება. ტეარნნდარაჯი (ტრნდეზი) ხალხის ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, რომელიც ახალდაქორწინებულ ოჯახებში აღინიშნება.

ტეარნნდარაჯის დღესასწაული ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა, უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ ახალდაქორწინებულთა კურთხევის დღედ გამოაცხადა. დღესასწაულის აღსანიშნავად ეკლესიაში იმყოფებოდნენ ის წყვილები, რომლებმაც ჯვარი უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე დაიწერეს. სულიერმა მოძღვრებმა დალოცეს წყვილების ქორწინება და მრავალი შვილითა და ახლობელი ადამიანით გარშემორტყმული  ხანგრძლივი, ბედნიერი და მშვიდობიანი ოჯახური თანაცხოვრება უსურვეს მათ.

273501146 4920222604761179 495100934027410531 N

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დიდი ზეიმით აღინიშნა ტეარნნდარაჯის წინასადღესასწაულო ცერემონია. თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობითა და სასულიერო დასის მონაწილეობით აღვლენილი ღვთისმსახურების მიმდინარეობისას მორწმუნეებმა მოისმინეს დღესასწაულთან დაკავშირებული ქადაგება, რომლის შემდეგაც შესრულდა სახლის კურთხევის რიტუალი - იკურთხა სამყაროს ოთხი მხარე, და ასევე სანთლები, როგორც ქრისტეს სინათლის სიმბოლო.

დღესასწაულის სახალხო წეს-ჩვეულებიდან შემორჩა კოცონის დანთება. საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ, ეკლესიის კანდელებიდან ანთებული სანთლით ეპარქიის წინამძღვრის მიერ ეზოებში აინთო ტეარნნდარაჯის კოცონი, რომელმაც დამსწრეებს კიდევ უფრო აუმაღლა სადღესასწაულო განწყობა.

სამშობლოდან შორს ეროვნული სახით წარდგომის, ეროვნული და საეკლესიო ტრადიციების დაცვისა და თაობებისათვის გადაცემის მნიშვნელობის ხაზგასმით, და ასევე ხალხის საყვარელი დღესასწაულის კიდევ უფრო გასამხიარულებლად, ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით, დატვირთული საკონცერტო პროგრამა მომზადდა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის - ევგენია მარკოსიანის და კულტურის განყოფილების პასუხისმგებლის - სურენ აბრამიანის ხელმძღვანელობით. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობდნენ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ ახალგაზრდული გუნდი (ქორმაისტერი: მარია აბულიანი, პიანისტი: კარენ მირზოიანი), დუდუკის და დოლის ჯგუფები (პედაგოგი: ივანე მკრტჩიანი, სერგო მალხასიანი), „ტარონ“ ეროვნული ცეკვის ანსამბლი (ქორეოგრაფი: სურენ აბრამიანი), „ჰაიოს ბენდ“ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი (ხელმძღვანელი: ვლადიმირ ასატუროვი), სოლისტები აიდა ბაზოიანი, მარიანა ნერსესოვა, არმან პაპიკიანი, ედვინ ახოიანი, სოფია ოგანეზიანი, ხმის ოპერატორი სერგეი არუთუნიანი. კონცერტში მონაწილეობდა ცეკვის ანსამბლი „ჯეირანი“ სამხატვრო ხელმძღვანელის და ქორეოგრაფის სვეტლანა ერიციანის ხელმძღვანელობით.

კონცერტს უძღვებოდა ევგენია მარკოსიანი, რომლის წარდგენითაც ერთმანეთს მოჰყვა მხიარული ცეკვა-სიმღერა და კოცონზე ხტომის მღელვარება.

273548705 4920223661427740 5774420045182517244 N

თბილისის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის მღვდელმსახურების და ეკლესიების ჯვრის ნათლიების არტაკ ავეტისიანის და სამველ პოღოსიანის მხარდაჭერით მოხდა დამსწრეთა გამასპინძლება. დღესასწაულის მხიარულ განწყობას ჰარმონიულად შეერწყო და ტეარნნდარაჯის წინასადღესასწაულო ცერემონია დააგვირგვინა ულამაზესმა ფეიერვერკმა.

14 თებერვალს, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, ტეარნნდარაჯის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა წირვა აღევლინა. საუფლო დღესასწაული დიდი ზეიმით აღინიშნა სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, ბათუმისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის სხვა ეკლესიებში.

273601869 4920223598094413 2711464384403638590 N

274077008 4920223398094433 7855650240304099369 N

273846933 4920223821427724 7805649497622907127 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են