Материалы

ფერების სიმფონია - ტიგრან ჰაკობიანის ტილოების გამოფენა - გაყიდვა

2022 წლის 12 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევითა და საპატიო წინამძღოლობით, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ - საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა ნიჭიერი მხატვრის და რესტავრატორის, ტიგრან ჰაკობიანის ფერწერული ტილოების პერსონალური გამოფენა - გაყიდვა.

წარმოშობით სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ გიუმრელი, ერევნის ხ. აბოვიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტისა და სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახვითი ხელოვნების აკადემიის კურსდამთავრებული მხატვრის შემოქმედებაში იგრძნობა ფართო პალიტრა: დარბაზის კედლები დაამშვენა გამოფენილმა ტილოებმა, რომელიც შესრულებულია ბიბლიურ თემატიკაზე, ასახავს დედა სამშობლოს ძეგლებს, წარმოაჩენს ადამიანის ხასიათის თვისებებს, ბოროტზე კეთილის ძლევას და დამთვალიერებელს გადასცემს სხვადასხვა პეიზაჟთან დაკავშირებულ ავტორის პირად განცდებს და იდეებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელოვანის ფართო შემოქმედებით თვალსაწიერის.

275621738

 „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა, ევგენია მარკოსიანმა, გახსნა გამოფენა - გაყიდვის ღონისძიება, ისაუბრა ნიჭიერი ხელოვანის საქმიანობის გეოგრაფიულ არეალზე, გამოყო სხვადასხვა ქვეყანაში მისი საქმიანობის  პერიოდები, მათ შორის ასევე ვატიკანში სხვადასხვა ხატის რესტავრაციისა და აღდგენის მიმართულებით განხორციელებული სამუშაო, ხაზი გაუსვა იმას, რომ მხატვარი სამუშაოს მხოლოდ ბუნებრივი საღებავებით ასრულებს, რაც კიდევ უფრო ორიგინალურს და ხარისხიანს ხდის მის ნამუშევრებს.

ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა დიდად დააფასა ტიგრან ჰაკობიანის ღრმა მოწიწება და დიდი სიყვარული იმ ხატების მიმართ, რომელიც სომხურ ეკლესიებს ამშვენებს, და ისაუბრა ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ხატების რესტავრაციის საქმეში მხატვრის უანგარო შრომაზე.

შეგახსენებთ, რომ გამოფენა-გაყიდვა გაგრძელდება 21 მარტამდე, ნამუშევრების დათვალიერება შეგიძლიათ ყოველდღე, გარდა ორშაბათი დღისა, 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.

275526545

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են