Материалы

ბზობა: ახლადხელდასხმული მღვდლის პირველი წმინდა წირვა დღესასწაულთან დაკავშირებით

2022 წლის 10 აპრილს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით შესვლის დღესასწაული - ბზობა აღნიშნა. დილიდანვე ხალხმრავლობა იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის მთავარი საკათედრო ტაძრისა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. მორწმუნენი ამაღლებული განწყობით მოდიოდნენ, რათა გაეზიარებინათ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულის სიხარული.

მორწმუნეებით სავსე სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძარსა და სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში დილის ღვთისმსახურების შემდეგ აღევლინა წმინდა წირვა.

დღესასწაული ორმაგად სასიხარულო იყო სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, სადაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, თავისი პირველი წმინდა წირვა აღავლინა ახლადხელდასხმულმა მღვდელმა ჰოვსეფ ჰარუთუნიანმა - საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერ მსახურებაში მყოფ ჰარუთუნიანთა ოჯახის მესამე თაობის წარმომადგენელმა. წმინდა წირვას ესწრებოდნენ ამავე ტაძარში სულიერ მსახურობაში მყოფი მისი ბაბუა - დეკანოზი ეღიშე ჰარუთუნიანი, და მამა - ღირსი მღვდელი ჰუსიკ ჰარუთუნიანი.

წმინდა წირვის მიმდინარეობისას მწირველმა მღვდელმა მადლიერება გამოხატა რწმენისადმი მისი ერთგულების კურთხევის, სასულიერო მსახურებაში მისი ჩართვის და ყოვლისშემძლე უფლის ცნებებისა და სიტყვის ქადაგებაში ნდობის გამოცხადებისათვის. დამასკოს ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს არმაშ ნალბანდიანის მიერ ხელდასხმულმა სულიერმა მსახურმა სათანადოდ იქადაგა ბზობის დღესასწაულის მნიშვნელობასა და დღესასწაულის სულიერ დატვირთვაზე, ისევე როგორც იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების უკანასკნელ რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით.

ბზობის დღესასწაული წლების წინ უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის მიერ გამოცხადებულ იქნა ბავშვების კურთხევის დღედ. წმინდა წირვის დასასრულს ეპარქიის წინამძღვრის მიერ ეკლესიაში შესრულდა ბავშვების კურთხევის წესი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა მიულოცა და მშვიდობიანი და კურთხეული მსახურება უსურვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელო დასის წევრ მღვდელ ჰოვსეფ ჰარუთუნიანს.

ბზობის დღესასწაული წმინდა წირვით და ბავშვების კურთხევით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ, ბათუმის სურბ ფრკიჩ, სამცხე-ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის სურბ ხაჩ, ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ, ნინოწმინდის სურბ სარგის, ქვემო ქართლის რეგიონის ქ. რუსთავის, მარნეულის, წალკის და თეთრიწყაროს რაიონების სომხურ ეკლესიებსა და მიმდებარე სამლოცველოებში.

მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა ხალხის ნაკადი სომხურ ეკლესიებში.  სულიერი მამები მთელი დღის განმავლობაში აკურთხებდნენ ტირიფის ტოტებს, რომელიც მორწმუნეებს ხელში ეკავათ და რომელიც დღესასწაულის განსაკუთრებული ზეიმის სიმბოლოა.

278269078 5074487639334674 1846738736236983994 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են