Материалы

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

2022 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა თბილისის ორბელიანების საპრეზიდენტო რეზიდენციაში, სადაც გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დედაქალაქის სკოლების მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო სამდივნოს პირველი რანგის მრჩევლის კარენ ეღიაზარიანის მხარდაჭერით, შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ასევე სკოლების მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები საქართველოს სომხური თემიდან. მიწვეულთა შორის გახლდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები ნინა სეროპოვა და ემილ სარგსიანი.

შეხვედრაზე გაიმართა ხელოვან შოთა საგანელიძის მიერ შესრულებული გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების უნიკალური პორტრეტების გამოფენა, ისევე როგორც დედაენის დღისადმი მიძღვნილი ქართული დამწერლობის ისტორიის და კალიგრაფიულ-ორნამენტული ინსტალაციების პრეზენტაცია.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე დამსწრეებს დედაენის დღე მიულოცა. შეხვედრამ თბილ და სადღესასწაულო ვითარებაში ჩაიარა.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2022 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են