Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ქრისტეს აღდგომის ხარებაა

2022 წლის 16 აპრილს, საღამოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში განათდა ეკლესიის ჭაღები და აინთო კანდელები, გაიხსნა საკურთხევლის ფარდა და აღევლინა ჭრაგალუიცის წმინდა წირვა. ხალხმრავლობა იყო სომხურ ეკლესიებში, სადაც მორწმუნეები მისულები იყვნენ რათა პირველებს გაეგოთ ქრისტეს აღდგომის ხარება.

თბილისში, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის,  არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, ჭრაგალუიცის წმინდა წირვა აღავლინა ახლადხელდასხმულმა მღვდელმა ჰოვსეფ ჰარუთუნიანმა.

წმინდა წირვის მიმდინარეობისას, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა საკუთარ ქადაგებაში ისაუბრა ვნების კვირეულზე, მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდზე, რაც გადმოგვცემს ცოდნას მაცხოვრის უკანასკნელი შვიდი დღის სწავლებებზე, ტანჯვებზე, გარდაცვალებასა და აღდგომაზე.

წმინდა მამამ საკურთხევლიდან ახარა მრევლს მაცხოვრის აღდგომია, სიტყვებით: «Քրիստոս յարեաւ ի մեռելոց, օրհնեալ է յարութիւնն Քրիստոսի: Ձեզ եւ մեզ մեծ աւետիս». („ქრისტე აღდგა  „აღდგომის ხარება ჩვენ და თქვენ“.) მორწმუნეებმა დიდი სიხარულით მიულოცეს ერთმანეთს მაცხოვრის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაული.

278561574

წმინდა წირვის დასასრულს ეპარქიის წინამძღვარმა მორწმუნეებს მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, უსურვა მშვიდობა, წინსვლა და განვითარება.

წმინდა წირვის შემდეგ, მორწმუნეებმა ჩამოღებული შანდლის სანთლიდან აანთეს თავიანთი სანთლები, მიიღეს მაცხოვრის კურთხევა და ქრისტეს აღდგომის წმინდა სინათლის წაღებით დაბრუნდნენ სახლებში.

ამის შემდეგ შესრულდა აღდგომის დღესასწაულის შემდეგ პირველი სახლის კურთხევის ცერემონია. ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის საპატიო წინამძღოლობითა და სულიერი მამების მონაწილეობით იკურთხა პური, წყალი და მარილი.

ბრწყინვალე აღდგომის ხარებით დასრულდა 48 დღის წინ დაწყებული დიდი მარხვა, რომელიც იხსნება თევზით, კვერცხითა და ერბოთი.

278510443

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2022 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են